ამოსახველებელი და ხველების დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები
| 1. | ||
| სამკურნალო ტუხტის ფესვი
შიშველი ძირტკბილას ფესვი მაღალი კულმუხის ფესვი |
30 გრ.
30 გრ. 30 გრ. |
2 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ ორი ჭიქა ცივი წყალი. დავაყოვნოთ 8 საათი.1/2 ჭიქა მიღებული სითხე დავლიოთ დღეში ოთხჯერ (ამოსახველებლად). |
| 2. | ||
| მაღალი კულმუხის ფესვი
გაზაფხულის ფურისულას ფესვი ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები |
30 გრ.
30 გრ. 30 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ (ამოსახველებლად). |
| 3. | ||
| ჩვეულებრივი თავშავას ბალახი
ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები სამკურნალო ტუხტის ფესვი |
20 გრ.30 გრ.30 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული თბილი გამონაცემი დავლიოთ დღეში სამ-ოთხჯერ (ამოსახველებლად). |
| 4. | ||
| ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი
ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები დიდი მრავალძარღვას ფესვი |
20 გრ.40 გრ.40 გრ. | 1 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ, დავამატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი.1/2 ჭიქა მიღებული სითხე ნახველიანი ხველის დროს დავლიოთ დღეში ოთხ-ხუთჯერ. |
| 5. | ||
| სამკურნალო ტეხტის ფესვი
შიშველი ძირტკბილას ფესვი დიდი კამის ნაყოფები |
40 გრ.40 გრ.20 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყოვნოთ 20 წუთი, გავწუროთ.1/4 ჭიქა მიღებული სითხე, ამოსახველებლად, დავლიოთ ყოველ სამ საათში. |
| 6. | ||
| ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები
სამკურნალო ტუხტის ფესვი შიშველი ძირტკბილას ფესვი |
20 გრ.20 გრ.40 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყოვნოთ 20 წუთი, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული სითხე სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს, დავლიოთ დღეში სამჯერ. |
| 7. | ||
| ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები
სამკურნალო ტუხტის ფესვი შიშველი ძირტკბილას ფესვი |
20 გრ.20 გრ.40 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყოვნოთ 20 წუთი, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული სითხე დავლიოთ ყოველ სამ საათში სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს. |
| 8. | ||
| სამკურნალო სალბის ფოთლები
ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები ჩვეულებრივი ფიჭვის კვირტები სამკურნალო ტუხტის ფესვი შიშველი ძირტკბილას ფესვი |
20 გრ.20 გრ.20 გრ.
20 გრ. 20 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყოვნოთ 20 წუთი, გავწუროთ.1/4 ჭიქა მიღებული სითხე დავლიოთ ყოველ სამ საათში (ამოსახველებლად). |
გადასვლა საწყის გვერდზე >>>
მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში, სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.
Viewed 1398 times by 776 viewers



