ლალი დათეშიძე
აეროსინუსიტი – ცხვირის დანამატი წიაღის ანთება, რომელიც წამოიქმნება ბარომეტრული წნევის მკვეთრი მერყეობის დროს. აღინიშნება მფრინავებში, ბაროკამერის ექსპერიმენტატორებში, კესონში მუშაობის დროს. წარმოიქნება ცხვირის დანამატი წიაღის გამომტანი ხვრელების გაუვალობის დროს. (ალერგიული რინიტით დაავადებულებში, ცხვირის ძგიდის გამრუდებისას, ჰიპეტროფიული რინიტით დაავადებულებში და სხვ.); ხშირად პროცესში ჩართულია შუბლის წიაღები, იშვიათად – ზედა ყბის წიაღი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება სიმძიმის, ზეწოლის გრძნობა და მკვეთრი ტკივილი დაზიანებული წიაღის მიდამოში, თავის ტკივილი, ცხვირით სუნთქვის დარღვევა. რენტგენოგრამაზე ვლინდება წიაღის დაჩრდილვა და ზოგჯერ სითხის დონე.
მკურნალობა მიმართულია ცხვირით სუნთქვისა და დანამატი წიაღების გამოტანი სადინრების გამავლობის აღდგენისაკენ.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 463 times by 293 viewers



