ლალი დათეშიძე
ჭრილობა (wound) – ქსოვილთა მექანიკური დაზიანება მათი მთლიანობის დარღვევით. შეხორცების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს ჭრილობის ნაპირების მდგომარეობას. განასხვავებენ შემდეგი სახის ჭრილობებს: ნაჩხვლეტი, ნაკვეთი, ნაკეპი, ნაჟეჟი, გლეჯილი, ნაკბენი, ცეცხლნასროლ ჭრილობებს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება კანის დეფექტი, ტკივილი და სისხლდენა. რაც უფრო ბასრია დამჭრელი საგანი და რაც სწრაფად მოქმედებს დამჭრელი ძალა, მით ნაკლებია ტკივილი. ტკივილის გამოხატულება დამოკიდებულია დაზიანებული მიდამოს ინერვაციაზე (მაქსიმალური მტკივნეულობა აღინიშნება სახეზე, შორისში, სასქესო ორგანოებზე). თუკი არ განვითარდა ანთების მოვლენები, ტკივილი 2-3 დღეში გაივლის. რაც უფრო ბასრია დამჭრელი ინსტრუმენტი, მით ძლიერად სისხლმდენია ჭრილობა. შესაძლოა სისხლდენა არ იყოს გარეგანი და ასეთ დროს ფორმირდება გავრცელებული ჰემატომები. ჭრილობების შეხორცება ხდება პირველადი და მეორადი დაჭიმვით.
მკურნალობა. გაურთულებელი და მცირე ფართისა და სიღრმის ჭრილობების დროს ჭრილობის დამუშავება შესაძლებელია პოლიკლინიკის პირობებში. ტარდება ჭრილობის პირველადი დამუშავება ნეკროტიზირებული უბნების ამოკვეთით, რის შემდეგაც ჭრილობას გაკერავენ. რიგ შემთხვევებში, ღრმა ჭრილობების დროს ნაჩვენებია ჭრილობის დრენირება და ნაკერების დადება კანზე. სისხლდენით, კუნთების, მყესებისა და ნერვების დაზიანებით მიმდინარე ჭრილობების, ასევე გულმკერდის, მუცლის ჭრილობების დროს ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია.
პროგნოზი დამოკიდებულია ჭრილობის დამუშავების ვადებზე და თადართული გართულებების ხასიათზე.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1443 times by 523 viewers



