სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

მწვავე ჰაიმორიტი (acute maxillary sinusitis) – ზედა ყბის (ჰაიმორის) წიაღის ლორწოვანი გარსის ანთება. ხშირად წარმოიქმნება მწვავე სურდოს, გრიპის, ქუნთრუშასა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს, ასევე ზედა ყბის ბოლო ოთხი კბილის ფესვების დაზიანების დროს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაჭიმულობის შეგრძნება ან ტკივილი დაზიანებულ წიაღის არეში, ცხვრით სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამონადენი, ყნოსვის დარღვევა დაზიანებულ მხარეზე, სინათლის შიში და ცრემლდენა. ტკივილი ხშირად გაფანტული და გაურკვეველია ან ლოკალიზდება შუბლის, საფეთქლის მიდამოში და წარმოიქმნება ერთი და იმავე დროს. დათვალიერებისას ვლინდება ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცხვირის გასავალში (წიაღის შეერთების ადგილი ცხვირის ღრუსთან), იშვიათად ლოყის შეშუპება და ზედა ან ქვედა ქუთუთოს შეშუპება, ხშირია მტკივნეულობა ზედა ყბის წიაღის სახის კედლის პალპაციისას. სხეულის ტემპერატურა მომატებულია, ავადმყოფს ამცივნებს. უკანა რინოსკოპიით ხახის უკანა კედელზე ვლინდება ჩირქოვანი გამონადენი. კვლევის დამატებითი მეთოდებიდან გამოიყენება დიაფანოსკოპია, რენტგენოგრაფია და პუნქცია.
მკურნალობა ჩვეულებრივ კონსერვატულია და მიმართულია წიაღიდან მისი შემცველობის გამოდენის უზრუნველსაყოფად. სხეულის ტემპერატურის მომატებისას რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი და სიცხის დამწევი და ანტინევრალგიური საშუალებები. გამოხატული ინტოქსიკაციის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები. ლორწოვანი გარსის შეშუპებისა და გაფუების შესამცირებლად ცხვირში აწვეთებენ სისხლძარღვთა შემავიწროვებელ საშუალებებს. არსებით როლს ასრულებს მკურნალობის ფიზიოთერაპიული მეთოდები. კარგ ეფექტს იძლევა ასევე ანტიბიოტიკების აეროზოლების ინჰალაცია. ზოგჯერ საჭირო ხდება წიაღის პუნქცია; წიაღს ამუშავებენ ანტისეპტიკური პრეპარატებით და შეჰყავთ ანტიბიოტიკები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1378 times by 790 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka