სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ყურის ბაროტრავმა – შუა ყურის დაზიანება ატმოსფერული წნევის რყევების შედეგად. წარმოიქმნება აფეთქების, კესონში მუშაობისას;  ხშირად ვითარდება მფრინავებში და წყალში მყვინთავებში. ატმოსფერული წნევის მომატების დროს, თუკი იგი დროულად არ გათანაბრდა, დაფის აპკი ჩაიზნიქება, ხოლო დაქვეითების დროს – გამოიბერება. ატმოსფერული წნევის მკვეთრი რყევები გადაეცემა დაფის აპკს, სასმენი ძვლების გავლით  კი შიგა ყურს და უარყოფითად მოქმედებს მის ფუნქციაზე. ბაროტრავმას შესაძლოა ახლდეს ასევე დაფის აპკის გასკდომა.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ბაროტრავმის მომენტში შეიგრძნობა ძლიერი ,,დარტყმა” ყურში და ტკივილი. აღინიშნება სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში. დაფის აპკის გასკდომას ახლავს სისხლდენა გარეთა სასმენი მილიდან. ოტოსკოპიით ჩანს ჰიპერმია, სისხლჩაქცევა დაფის აპკში, ზოგჯერ მისი გასკდომა.
მკურნალობა. თუკი ადგილი არა აქვს დაფის აპკის გასკდომას, მაშინ გარეთა სასმენ მილში შეჰყავთ სტერილური ბამბის ნაჭერი. დაფის აპკის გასკდომის დროს საჭიროა ანტიბიოტიკებით შებერვა, ყურზე სტერილური ნახვევის დადება. შიგნითა ყურის დაზიანების დროს მკურნალობა ისეთივეა, როგორიც კოქლეარული ნევრიტის დროს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 479 times by 269 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka