ხახის დამწვრობა

ხახის დამწვრობა

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ხახის დამწვრობა – აღინიშნება როგორც უბედური შემთხვევა. მოზრდილებში მძიმე დამწვრობები წარმოიქმნება მთვრალ მდგომარეობაში მჟავეების (გოგირდმჟავა, ქლორწყალბადმჟავა, აზოტმჟავა), ტუტეების (მწვავე ნატრიუმი ან მწვავე კალიუმი), ნიშადურის სპირტის გადაყლაპვით. მძიმე დამწვრობები ხშირია ბავშვებში მწვავე სითხეების დალევისას. 

ხახის დამწვრობა – სიმპტომები. მხოლოდ პირის ღრუს და ხახის დამწვრობის დროს ავადმყოფის მდგომარეობა იმდენად მძიმე არ არის, თუმცა ხორხსარქველისა და ციცხვ-ხორხსარქველის ნაოჭების დაზიანების შედეგად შესაძლოა აღინიშნებოდეს სუნთქვის გაძნელება (განსაკუთრებით ბავშვებში). დამწვრობისას ავადმყოფებს აწუხებთ ძლიერი ტკივილი ნერწყვის გადაყლაპვის დროსაც კი.

ხახის დამწვრობა – მკურნალობა ტარდება სტაციონარში, ვინაიდან სუნთქვის გაძნელების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს ტრაქეოტომია. პირველი დახმარების სახით დაზარალებულს დასალევად აძლევენ სითხის გამანეიტრალებელს: მჟავეებით დამწვრობის დროს გამოიყენება 1-2%-იანი ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარი პირის ღრუსა და ხახის გამოსავლებად, ხოლო ტუტეებით დამწვრობისას – ლიმონმჟავით შემჟავებული წყალი. შეიძლება რძის გამოყენება, ასევე კვერცხის ცილის, რომელიც გაზავებულია ცივი წყლით. ავადმყოფს აძლევენ ყინულის ნაჭერს გადასაყლაპავად; ინიშნება ანტიბიოტიკები და ჰორმონოთერაპია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები