ლალი დათეშიძე
შედარებით იშვიათი დაავადებაა. შესაძლოა განვითარდეს სიმსივნისწინა დაავადებების ფონზე (ლეიკოპლაკია, კეირის ერითროპლაზია და სხვ.). თითქმის ყოველთვის ვითარდება ბრტყელუჯრედოვანი კიბო, დიფერენცირების მაღალი ხარისხით. ზიანდება სასქესო ასოს სხეული; ურეთრა პროცესში იშვიათად ერთვება. მეტასტაზები წარმოიქმნება ორივე მხარეზე საზარდულის, მენჯის, პერიტონეუმსგარე ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში. სიმსივნე ნელა ვითარდება; შემდეგში ხდება დაწყლულება, ვლინდება სისხლდენა, ანთებითი გართულებები, ვითარდება ფიმოზი.
დიაგნოზის დაზუსტება ხდება ციტოლოგიური გამოკვლევით სიმსივნის პუნქტატიდან, ასევე ბიოფსიის დროს ჰისტოლოგიური გამოკვლევით. დიაგნოზი ხშირად დაგვიანებულია, ავადმყოფის გვიანი მიმართვის გამო, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეულ სტადიებზე სასქესო ასოს განკურნების შესახებ ინფორმაცია და პროფილაქტიკური შემოწმებები.
დაავადების სტადიები: I სტადია – ლოკალიზებული სიმსივნე მეტასტაზების გარეშე. მაღალეფექტურია სიმსივნის ამოკვეთა ჯანმრთელი ქსოვილის ფარგლებში ან სხივური თერაპია. დასხივების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ურეთრის შევიწროება, კანისმიერი ცვლილებები, ატროფია. დაავადების რეციდივი იშვიათია. 5 წლის შემდეგ ავადმყოფთა 90% ჯანმრთელია. II სტადია გამოირჩევა მეტასტაზების არსებობით ლიმფურ კვანძებში. მკურნალობა ანალოგიურია; დამატებით საზარდულისა და მენჯის ლიმფურ კვანძებზე ატარებენ სხივურ თერაპიას. შემდეგში ადგილობრივი რეციდივი იშვიათია, თუმცა შესაძლებელია მეტასტაზების განვითარება. II!-IV სტადიისათვის დამახასიათებელია არაოპერაბელური პირველადი სიმსივნე მეტასტაზებით ლიმფურ კვანძებში და სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში, ან მათ გარეშე. პალიატიური მნიშვნელობა აქვს სასქესო ასოს მოკვეთას, სხივურ თერაპიასა და ქიმიოთერაპიას.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1130 times by 596 viewers



