სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სიმსივნური დაავადებები

პროსტატის კიბოწინამდებარე ჯირკვლის კიბო სიხშირის მიხედვით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მამაკაცებში. განსაკუთრებით ხშირად დიაგნოსტირდება 60 წლის ზევით. წარმოადგენს სხვადასხვა დიფერენცირების ადენოკარცინომას. სიმსივნე ახდენს მუცინშემცველი სიალის მჟავას სეკრეციას და შეიცავს მჟავე ფოსფატაზასა და გლუკურონიდაზას.

დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება წინამდებარე ჯირკვლის ადენომასთან. ადენომას გააჩნია მკვეთრი კონტურები, უმნიშვნელო სიმკვრივე, გამოირჩევა ნელი ზრდით. კიბო ვლინდება მკვრივი კვანძის გაჩენით, რომელიც ინფილტრირდება ჯირკვლის ქსოვილებში, შარდის ბუშტში, მენჯის გვერდით კედლებზე. წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მეტასტაზები ვლინდება მენჯისა და პერიტონეუმსგარე ლიმფურ კვანძებში. ცალკეული მეტასტაზები აღინიშნება ძვლებში; განსაკუთრებით დამახასიათებელია მენჯის ძვლების დაზიანება. მეტასტაზები შეიძლება იყოს ოსტეობლასტური ტიპის ან ოსტეოლიტურთან ერთად. მეტასტაზები შესაძლოა განვითარდეს ფილტვებსა და სხვა ორგანოებში. ადრეულ სტადიებზე წინამდებარე ჯირკვლის კიბო ვლინდება მხოლოდ ლოკალურად, მეტასტაზების გარეშე. კლინიკური ნიშნები არასპეციფიკურია. აღინიშნება გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით ღამით; ვლინდება ტკივილი შარდვის დასაწყისში, სისხლი შარდში, ტკივილები და სხვ. დიაგნოზის დადგენა ხდება ბიოფსიით. დიაგნოზზე მსჯელობა შეიძლება რექტალური გამოკვლევით, ასევე ულტრაბგერითი ტომოგრაფიით.

პროსტატა

I სტადია: კლინიკური გამოვლინებები არ აღინიშნება, დიაგნოზის დადგენა ხდება შემთხვევით, ამოკვეთილი ადენომების მორფოლოგიური კვლევით. II სტადია: შარდვის დარღვევები და დაავადების სხვა ნიშნები არ არის; რექტალური გამოკვლევით ვლინდება მკვრივი კვანძი ჯირკვალში; დიაგნოზი ზუსტდება ბიოფსიით; მეტასტაზები ამ სტადიაში იშვიათია. III სტადია: ვლინდება ხშირი შარდვა, ჰემატურია, სხვა სიმპტომები; სიმსივნე ვრცელდება სათესლე ბუშტუკებზე, შარდის ბუშტზე და მენჯის გვერდით კედლებზე; ბიოფსია ადასტურებს დიაგნოზს;

პროსტატის კიბო

ვლინდება მეტასტაზები მენჯისა და პერიტონეუმსგარე ლიმფურ კვანძებში; IV სტადია: ხშირად სიმსივნე დიდი ზომისაა, გამოხატულია დიზურიული დარღვევები; ამ სტადიის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია მეტასტაზები ძვლებში და /ან სხვა ორგანოებში. შემთხვევათა 70%-ში ვლინდება მჟავა ფოსფატაზის მაღალი დონე შრატში.
მკურნალობა. განკურნება შესაძლებლია მოლოდ მცირე ზომის ლოკალიზებული სიმსივნეების დროს. დანარჩენ შემთხვევებში თანამედროვე მკურნალობა უზრუნველყოფს დაავადების კლინიკური ნიშნების შემცირებას ან მოხსნას, დროებითი ობიექტური ეფექტი აღენიშნება ავადმყოფთა 60-80%-ს; აუცილებელია დაავადების ადრეული გამოვლინება, რასაც ხელს უწყობს პროფილაქტიკური (წელიწადში ერთხელ) რექტალური გამოკვლევები, რომელიც აუცილებელია ჩაუტარდეს ყოველ მამაკაცს 40 წლის ასაკის ზევით. ლოკალური სიმსივნის დროს მიმართავენ რადიკალურ პროსტატექტომიას.

პროსტატის კიბო

პირველი სტადიის აღმოჩენისას დამატებითი პროსტატექტომია აუცილებელი არ არის. დამატებით ჰორმონულ მკურნალობას I-II სტადიების დროს არ მიმართავენ. III-IV სტადიების დროს რეკომენდებულია ორქექტომია, ჰორმონთერაპიასთან ერთად. პალიატიური მნიშვნელობა აქვს სხივურ თერაპიას წინამდებარე ჯირკვალზე, ასევე ძვლების მეტასტაზებით დაზიანებულ ზონებზე, მკვეთრი მტკივნეული სინდრომისა და კომპრესიის საშიშროების დროს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 6076 times by 2612 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka