სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სიმსივნური დაავადებები

წვრილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეები საკმაოდ იშვიათია. კარცინოიდი განსაკუთრებით ხშირად ლოკალიზდება თეძოს ნაწლავის ტერმინალურ ნაწილში, აქვს მცირე ზომები, ვითარდება ნელა. სეროტონინის სეკრეციის არარსებობისას კლინიკური სიმპტომები ნაკლებადაა გამოხატული (დიარეა, წონაში დაკლება). სიმსივნის გადიდებისას თანდათანობით ვლინდება ტკივილი მუცელში და ნაწლავთა ნაწილობრივი გაუვალობის სიმპტომები. სიმპტომების გამოვლინებიდან დიაგნოზის დადგენამდე შესაძლოა გავიდეს რამდენიმე წელი.
კარცინოიდული სინდრომი, გარდა დიარეისა, ვლინდება სახისა და სხეულის გაწითლებით, შარდში 5-ჰიდროქსიინდოლძმარჟავას მაღალი შემცველობით. კარცინოიდული სინდრომის გამოვლინების სიხშირე შეადგენს 10-30%-ს. ავთვისებიანი კარცინოიდის მეტასტაზები ვითარდება მუცლის ღრუში, რეგიონალურ ლიმფურ კვანძებსა და ღვიძლში. ზოგჯერ მეტასტაზები ჩნდება მრავალი წლის შემდეგ.
მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. შესაძლოა ეფექტური იყოს ქიმიოთერაპია.
ადენოკარცინომა ლოკალიზდება ხშირად თორმეტგოჯა და მლივ ნაწლავში. იგი ვლინდება ნაწლავური სისხლდენით, ტკივილით, წონაში დაკლებით, იშვიათად აღინიშნება დიარეა, ტემპერატურის მომატება.
მკურნალობა  ქირურგიულია. ლეიომიოსარკომამ შესაძლოა მიაღწიოს დიდ ზომებს; ლოკალიზდება თორმეტგოჯა და მლივ ნაწლავში. ვლინდება ტკივილითა და ნაწლავიდან სისხლდენით. რადიკალური ოპერაცია კურნავს ავადმყოფთა 40%-ს. წვრილი ნაწლავის დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს საჭიროა გვახსოვდეს ლიმფოსარკომისა და ანთებითი დაავადებების განვითარების შესაძლებლობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1381 times by 650 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka