სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სიმსივნური დაავადებები

სათესლის ავთვისებიანი სიმსივნეები განსაკუთრებით ხშირია 20-35 წლის ასაკში. სიმსივნის წარმოშობის წინასწარგანმწყობი ფაქტორებია: კრიპტორქიზმი, სათესლის გვიანი ჩამოსვლა (6 წლის შემდეგ), ტრავმები. განასხვავებენ ჰერმინოგენურ სიმსივნეებს (95%), რომელიც ვითარდება სათესლის ეპითელიდან, და არაჰერმინოგენურს, რომელიც ვითარდება უჯრედებიდან და სტრომადან (5%-ს). ჰერმინოგენური სიმსივნეები – სემინომები (40%) და არასემინომები (ემბრიონალური კიბო, ტერატომა, ქორიონეპითელიომა). არასემინომური სიმსივნეები ხშირად ატარებენ შერეულ ხასიათს; შედგება სხვადასხვა კომპონენტებისაგან. სემინომები ხშირად ვლინდება 30 წელს გადაცილებულ პირებში, არასემინომები ხშირია 20-დან 36 წლამდე პერიოდში.
სათესლის სიმსივნის სიმპტომებია: უმტკივნეულო, თანდათანობით მზარდი სიმკვრივე; ძირითადი სიმპტომატიკა დაკავშირებულია მეტასტაზების წარმოქმნასთან ლიმფურ კვანძებსა და ფილტვებში, რაც იწვევს ხველას (სისხლიანი ხველა); ხშირია გინეკომასტია. არასემინომური სიმსივნეების დროს სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევით ვლინდება а-ფეტოპროტეინი. სათესლის ქორიონეპითელიომის დროს შარდში იზრდება ქორიონული გონადოტროპინის შემცველობა. ვენური უროგრაფია, პერიტონეუმის ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია საშუალებას იძლევა დადგინდეს მეტასტაზების არსებობა პერიტონეუმსგარე სივრცეში.
სიმსივნის ჰისტოლოგიური გამოკვლევის შემდეგ მკურნალობის ტაქტიკა სხვადასხვაგვარია. სემინომის დროს, მეტასტაზების გარეშე, შესაძლებელია მხოლოდ სიმსივნის პირველადი კერის ამოკვეთა. მეტასტაზების დროს ატარებენ სხივურ თერაპია. ფილტვებში ან სხვა ორგანოებში მეტასტაზების არსებობისას ნაჩვენებია ქიმიოთერაპია. არასემინომური სიმსივნეების მქონე ავადმყოფებთან  ატარებენ მეტასტაზების ოპერაციულ ამოკვეთას ორივე მხარეს, შემდეგ ნიშნავენ ქიმიოთერაპიას. თუკი ქიმიოთერაპიის შემდეგ ავადმყოფს კვლავ აღენიშნება მეტასტაზები, მათ ამოკვეთავენ ოპერციული გზით. აღნიშნული მკურნალობა საშუალებას იძლევა განიკურნოს ავადმყოფთა 70-80%. არაჰერმინოგენული სიმსივნეები ნაკლებად ავთვისებიანნი არიან; მათი მკურნალობა ძირითადად ქირურგიულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1609 times by 783 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka