კანის ლიმფოზები

კანის ლიმფოზები

კანის ლიმფოზებისიმსივნეების ჯგუფი, რომლებიც ვითარდებიან პირველადად ან უპირატესად კანში Т – და В ლიმფოციტებისაგან. ამასთან დაკავშირებით, განასხვავებენ კანის Т – უჯრედულ ლიმფომასა და კანის В უჯრედულ ლიმფომას. კლინიკურად ვლინდება დერმის დიფუზური ინფილტრაციით ან არამკაფიო საზღვრების მქონე ბალთების, ლაქების, კვანძების, ერითროდერმიის წარმოქმნით. დიაგნოზის დადგენა ხდება ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. მკურნალობა. დაავადების სტადიისა და ფორმის გათვალისწინებით მიმართავენ პოლიქიმიოთერაპიას, იშვიათად-მონოქიმიოთერაპიას ან სხივურ თერაპიას, რომელიც გენერალიზებული ფორმების დროს მოიცავს სხეულის მთელს ზედაპირს.

კაპოშის სარკომა ჩვეულებრივ აზიანებს კიდურებისა და ტანის კანს, იშვიათად ლიმფურ კვანძებს, ვისცერულ ორგანოებს, ძვლებს; შესაძლოა შერწყმული იყოს იმუნოდეფიციტურ მდგომარეობებთან. ხასიათდება ნელი მიმდინარეობით; ვლინდება კანზე მრავლობითი ეგზოფიტური წარმონაქმნების განვითარებით, რომლებიც მიდრეკილნი არიან დაწყლულებისაკენ. ამგვარი სიმსივნური კვანძები თანდათანობით ერწყმიან ერთმანეთს და წარმოქმნიან სხვადასხვა ზომის წყლულოვან ზედაპირებს, რომლებიც ადვილად ინფიცირდებიან. პროცესში ერთვება მიმდებარე სტრუქტურებიც (რბილი ქსოვილები, ძვლები).

კანის ლიმფოზების მკურნალობისას მიმართავენ ქირურგიულ მეთოდს, სხივურ თერაპიას, ციტოსტატიკურ მაზებს. დაავადების შორს წასულ შემთხვევებში იყენებენ ქიმიოთერაპიას. სრული რემისია დგება შემთხვევათა 70%-ში, თუმცა ხშირია დაავადების რეციდივები.

სიმსივნური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კანის ლიმფოზები – სიმსივნეების ჯგუფი, რომლებიც ვითარდება კანში პირველადად Т –  და В ლიმფოციტებისაგან. ამასთან დაკავშირებით, განასხვავებენ კანის Т –  უჯრედულ ლიმფომას და კანის В უჯრედულ ლიმფომას. კლინიკური სურათი ხასიათდება დერმის დიფუზური ინფილტრაციით ან არამკაფიო საზღვრების მქონე ბალთების, ლაქების, კვანძების, ერითროდერმიის წარმოქმნით. დიაგნოზის დადგენა ხდება ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.