სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სიმსივნური დაავადებები

განასხვავებენ თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს, რომლებიც ვითარდებიან ჯირკვლის ქერქოვანი და ტვინოვანი შრეებიდან. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში ლოკალიზდება ადენომები, რომლებიც ხასიათდებიან გლუკოკორტიკოიდების ან ალდოსტერონის ჭარბი სეკრეციით, ხოლო ტვინოვან შრეში – ფეოქრომოციტომა, რომელიც ახდენს ადრენალინისა და ნორადრენალინის პროდუცირებას. ავთვისებიანი სიმსივნეები (კორტიკოსტერომა, ფეოქრომობლასტომა, ნეირობლასტომა), ისევე როგორც ადენომები, შეიძლება იყვნენ სეკრეტირებადი და არასეკრეტირებადი.
თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეების დიაგნოსტიკაში ანამნეზის, ბიოქიმიური და ენდოკრინოლოგიური გამოკვლევების გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ულტრაბგერით და კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ანგიოგრაფიას. საკმაოდ ძნელია განვასხვავოთ კეთილთვისებიანი სიმსივნე ავთვისებიანისაგან, მორფოლოგიური ანალიზის დროსაც კი; ორივე ვარიანტში სიმსივნეს გააჩნია კაფსულა. ავთვისებიანობის ნიშნებია: კაფსულისა და სისხლძარღვების ინვაზია, სიმსივნის დიდი ზომა, დამახინჯებული რეაქცია დექსამეტაზონის ტესტზე. ავთვისებიანი სიმსივნეები მიდრეკილნი არიან რეციდივებისადმი, მეტასტაზები ვლინდება პარააორტულ ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ღვიძლში, ძვლებში.
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის კიბო და ადენომა იწვევენ კუშინგის სინდრომს. სისხლში აღინიშნება კორტიზოლის მაღალი დონე, შარდში-კეტოსტეროიდების მნიშვნელოვანი ექსკრეცია. კიბოს დროს სიმსივნე დიდი ზომისაა, კორტიზოლის სეკრეცია მცირედ ითრგუნება დექსამეტაზონის მიღების შემდეგ.
ალდოსტერომა წარმოადგენს მცირე ზომის სიმსივნეს (2 სმ-ზე ნაკლები); ვლინდება კალიუმის დაკარგვითა და ნატრიუმის შეკავებით, არტერიული წნევის მომატებით, წყურვილით, პოლიურიით, კუნთოვანი სისუსტით. ავთვისებიანი ალდოსტერომა იშვიათია, მისი ზომები ჩვეულებრივ მეტია 3-4 სმ-ზე.
ფეოქრომოციტომა ვლინდება არტერიული წნევის მომატებით, მძიმე კრიზებითა და სწრაფად განვითარებული გართულებებით (რეტინოპათია, სისხლჩაქცევა თავის ტვინში და სხვ.). ადრენალინისა და  ნორადრენალინის დონე სისხლში და მათი მეტაბოლიტებისა შარდში მაღალია. შემთხვევათა 10-15%-ში ფეოქრომოციტომა ვითარდება ორივე მხარეს.
მკურნალობა. თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნით დაავადებისას მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. სეკრეტირებადი სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ აუცილებელია დინამიური ლაბორატორიული კონტროლი. ჰორმონების დონის ახალი ზრდის ან სხვა აქტიური სუბსტანციების გამოვლინება ხელს უწყობს სიმსივნის რეციდივის ადრეულ გამოვლინებასა და განმეორებადი ოპერაციის დროულად ჩატარებას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1196 times by 579 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka