ლალი დათეშიძე
ფარისებრი ჯირკვლის კიბო შეადგენს სიმსივნეების 1%-ს. ქალებში იგი 2-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. დაავადების დაწყების საშუალო ასაკია 43-44 წელი. ჰისტოლოგიურად განსაკუთრებით ხშირია პაპილარული კიბო (60-70%); ფოლიკულური შეადგენს შემთხვევათა 30%-ს; იშვიათად ვლინდება ანაპლასტური და მედულური კიბო. პაპილარული და ფოლიკულური კიბოს დროს ძირითადი სიმპტომებია: სოლიტარული კვანძის არსებობა ფარისებრი ჯირკვლის სისქეში. ანაპლასტური კიბოს დროს სიმპტომებს ხშირად განსაზღვრავს მეზობელ ორგანოებსა და ქსოვილებზე ზეწოლა – დისფაგია, ქოშინი, ხმის ჩახლეჩა, ტკივილი, ჯირკვლის გადიდება. პაპილარული კიბოს დროს ხშირად ვითარდება რეგიონალური მეტასტაზები, ფოლიკულარულის დროს – დაშორებული მეტასტაზები; არადიფერენცირებული კიბო მიმდინარეობს მეტასტაზირების გენერალიზებით.
მედულური კიბო წარმოადგენს ძლიერ ავთვისებიან ფორმას, რომელიც იწვევს ადრეულ მეტასტაზირებას. დიაგნოზის დადგენის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ციტოლოგიურ გამოკვლევას, რადიოიზოტოპურ სკანირებას, არტერიოგრაფიას, სიმსივნური მარკერების განსაზღვრას.
მკურნალობაში შედის ქირურგიული, სხივური მეთოდები.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1646 times by 783 viewers



