ლალი დათეშიძე
ქორიოიდიტი (choroiditis) – თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება, რომელიც შერწყმულია ბადურის ანთებასთან (ქორიორეტინიტი).
ეტიოლოგია: ქრონიკული და მწვავე ინფექციური დაავადებები, თვალის ტრავმები, გართულებული ახლომხედველობა.
პათოგენეზი: გამომწვევის ეგზოგენური (ტრავმის დროს) ან ენდოგენური
შეღწევა ბადურის სისხლძარღვებში და შემდეგ კი სისხლძარღვოვან გარსში; გარკვეულ როლს ასრულებენ მიკრობთა ტოქსინები, ალერგია, იმუნოაგრესია.
სიმპტომები. მხედველობის დაქვეითება, ციმციმი თვალების წინ (ფოტოპსია), საგნების დამახინჯება (მეტამორფოპსია), სკოტომები მხედველობის ველში, პროცესის პერიფერიული ლოკალიზაციის დროს – ჰემერალოპია; თვალის ფსკერზე მორუხო ან მოყვითალო კერები არამკაფიო კონტურებით. დაავადების ბოლოს, რომელიც გამოირჩევა ხანგრძლივი მორეციდივე მიმდინარეობით, დგება სისხლძარღვოვანი გარსის ატროფია – კერა ღებულობს თეთრ ან მოყვითალო ელფერს, მკაფიო კონტურებს, მასში ვლინდება პიგმენტაცია.
მკურნალობა. გამოხატული ანთებითი რეაქციის დროს მიდრიატიკული საშუალებები, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო თერაპია, ასევე ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები.
პროგნოზი: ცენტრალური ქორიორეტინიტებისა და ბადურის ატროფული ცვლილებების დროს მხედველობის სიმახვილე მნიშვნელოვნად ქვეითდება.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1300 times by 551 viewers



