სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ეთმოიდიტი (ethmoiditis) – ცხავის ლაბირინთის ანთება. მიზეზები ისეთივეა, როგორიც ჰაიმორის წიაღების ანთების დროს. ძვლის კედლების დაზიანებით მიმდინარე მწვავე ეთმოიდიტი აღინიშნება უპირატესად ქუნთრუშის დროს. ლორწოვანი გარსის შეშუპებამ შესაძლოა გამოიწვიოს ემპიემის გავითარება. ცხავის ლაბირინთის წინა უჯრედების დაავადებები ჩვეულებრივ მიმდინარეობენ ჰაიმორისა და შუბლის წიაღების დაზიანებასთან ერთად, ხოლო უკანა უჯრედებისა – ძირითადი წიაღის ანთებასთან.
სიმპტომები, მიმდინარეობა. თავის ტკივილი, ზეწოლითი ტკივილი ცხვირის ფუძის არეში. ბავშვებში ხშირად ვლინდება ზედა და ქვედა ქუთუთოს შიგნითა ნაწილების შეშუპება, კონიუნქტივის ჰიპერემია შესაბამის მხარეზე. ზოგჯერ მწვავე ეთმოიდიტი მიმდინარეობს გამოხატული ნევროლოგიური ტკივილებით. ცხვირიდან გამონადენი თავდაპირველად სეროზულია, შემდეგ კი ჩირქოვანი. შუა გასავალში არსებული ჩირქოვანი გამონადენი ნიშანია წინა ცხვისებრი უჯრედების დაზიანების, ზედა გასავალში – უკანა უჯრედების ანთების. მკვეთრადაა დაქვეითებული ყნოსვა, მნიშვნელოვნადაა გაძნელებული ცხვირით სუნთქვა. სხეულის ტემპერატურა მომატებულია. შუა ნიჟარა უმრავლეს შემთხვევაში გადიდებული და ჰიპერემიულია. ჩირქის გამოდენის შეფერხების დროს ანთებითი პროცესი შესაძლებელია გავრცელდეს თვალბუდეზე. ასეთ დროს ქუთუთოები შუპდება, ხოლო თვალის კაკალი იხრება გარეთ (ცხავის წინა უჯრედების ემპიემა) ან გამოიბერება და გადაიხრება გარეთა მხარზე (ცხავის უკანა უჯრედების ემპიემა)

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 959 times by 504 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka