ლალი დათეშიძე
ეგზოფთალმი (exophthalmos) – თვალის კაკლის გადმოკარკვლა.
ეტიოლოგია, პათოგენეზი: ორბიტის ქსოვილების მოცულობის გაზრდა, უწინარეს ყოვლისა რეტრობულბარულ სივრცეში, სხვადასხვა ანთებითი, ნეიროდისტროფული, ტრავმული და სიმსივნური, ადგილობრივი და ზოგადი პროცესებით (ბაზედოვის დაავადება, ლიმფადენოზები, ქალაშიდა პათოლოგიური პროცესები და სხვ.).
სიმპტომები. არაიშვიათად თვალის კაკლის გვერდითი გადანაცვლება, რაც
ზღუდავს თვალის მოძრაობასა და იწვევს დიპლოპიას. შესაძლებელია ქუთუთოების ჰიპერემია, მათი შეშუპება, კონიუნქტივის შეშუპება, თვალის ფსკერის ცვლილებები (ნევრიტი, შეგუბებითი დისკი და მხედველობის ნერვის ატროფია, შეშუპება და სისხლჩაქცევა ბადურაში და სხვ.), რაც იწვევს მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას.
ეგზოფთალმის სხვადასხვა ფორმების დასადგენად გამოიყენება კვლევის ლაბორატორიული და რეტგენოლოგიური მეთოდები, იზოტოპური და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა. მკურნალობა განისაზღვრება ეგზოფთალმის ეტიოლოგიით, პროცესის ხასიათითა და გამოხატულებით.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1081 times by 545 viewers



