სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სიმსივნური დაავადებები

ნაღვლის ბუშტის კიბო (gallbladder carcinoma) ძირითადად გვხვდება 50 წელს გადაცილებულ პირებში, უმეტესად ქალებში. მორფოლოგიური აგებულებით წარმოადგენს სხვადასხვა დიფერენცირების ადენოკარცინომას, ზრდის ინფილტრაციული ტიპით; იშვიათად –  ბრტყელუჯრედოვანი კიბოს. სიმსივნე თანდათანობით აზიანებს მთელ ბუშტს, ვრცელდება ღვიძლზე, ბუშტისა და ნაღვლის საერთო სადინარზე, მეზობელ ორგანოებზე (კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი). ნაღვლის ბუშტის კიბოს მეტასტაზები ვლინდება ღვიძლში, რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, მუცელში, საკვერცხეებში, პლევრაში. დაავადება დიაგნოსტირდება გვიან (70-90%-ში არაოპერაბელურია დიაგნოზის დადგენის დროს). ნაღვლის ბუშტის ადრეული კიბო წარმოადგენს შემთხვევით აღმოჩენას ქოლეცისტექტომიის დროს, რომელიც ტარდება ნაღვლკენჭოვანი დაავადების ან ქოლეცისტიტთან დაკავშირებით. კლინიკური სიმპტომების დაწვრილებითი ანალიზი და გამოკვლევები  ხელს უწყობენ ამ დაავადების დროულ დიაგნოსტიკას.

დაავადების ადრეული სიმპტომია ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა, ეპიგასტრიუმის არეში, ირადიაციით ზურგში. დამახასიათებელია ტკივილების გაძლიერება ღამით. ქოლეცისტიტისა და ნაღვლკენჭოვანი დაავადების მქონე ავადმყოფებთან ტკივილი მუდმივი და ინტენსიური ხდება, ანუ იცვლება მისი ხასიათი. აღინიშნება გულისრევა, ღებინება, წონაში კლება. ნაღვლის სადინრის დაცობისას ვითარდება ნაღვლის ბუშტის წყალმანკი და ემპიემა, სიყვითლე, სადინრების პროქსიმალური ნაწილების გაფართოება და ქოლანგიტი, ღვიძლის მეორადი ციროზი. ბილირუბინი აღწევს მაღალ ციფრებს, მატულობს ტუტე ფოსფატაზის, ტრანსამინაზების დონე. პალპაციით  ისინჯება გადიდებული, მკვრივი ღვიძლი; ზოგჯერ პალპირდება გადიდებული ნაღვლის ბუშტი.
დიაგნოზი ზუსტდება ულტრაბგერითი გამოკვლევით და კომპიუტერული ტომოგრაფიით. რადიკალური ოპერაცია, რომელიც იშვიათად ტარდება, გარდა ქოლეციტექტომიისა, ითვალისწინებს ღვიძლის მარჯვენა წილის რეზექციას, ზოგჯერ პანკრეატოდუოდენექტომიას.
ღვიძლგარე ნაღვლის სადინრების კიბო ხშირია 60-70- წლის ასაკში. შემთხვევათა ნახევარში ზიანდება ნაღვლის საერთო სადინარი. სიმსივნე წამოადგენს სხვადასხვა დიფერენცირების ადენოკარცინომას, ზრდის ინფილტრაციული ტიპით. სიმსივნე იზრდება სადინრების გაყოლებაზე, მოიცავს ღვიძლის ვენასა და არტერიას, კარის ვენას, კუჭქვეშა ჯირკვალს, თირმეტგოჯა ნაწლავს. მეტასტაზები წარმოიქმნება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებსა და ღვიძლში. კლინიკური სიმპტომები და დიაგნოსტიკის მეთოდები ისეთივეა, როგორიც ნაღვლის ბუშტის კიბოს დროს. ამასთან, საკმაოდ ინფორმაციულია ქოლანგიოგრაფია.

დიაგნოზი ზუსტდება ოპერაციის დროს, მაგრამ ბიოფსია ხშირად გაძნელებულია. რადიკალურ ოპერაციას იშვიათად ატარებენ, ძირითადად ნაღვლის საერთო სადინრის დისტალური ნაწილის კიბოს დროს. ამასთან, ერთდროულად ატარებენ პანკრეატოდუოდენოექტომიას.
თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის კიბო წარმოდგენილია პირველადი სიმსივნით (40%) ან ამ ზონაში ზრდადი სხვა სიმსივნეებით (ნაღვლის სადინრების, თორმეტგოჯა ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის). ამ სიმსივნეების გარჩევა საკმაოდ ძნელია, მათი ჰისტოლოგიური აგებულების მსგავსების გამო. თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის კიბოს კლინიკური სიმპტომები ვლინდება საკმაოდ ადრე, როდესაც სიმსივნე ჯერ კიდევ მცირე ზომისაა. დამახასიათებელია სიმსივნის სწრაფი დაწყლულება. კლინიკურ სიმპტომებს შორის აღსანიშნავია გარდამავალი მექანიკური სიყვითლე, განავალთან სისხლის გამოყოფა, ანემია. სხვა სიმპტომები დამახასიათებელია მექანიკური სიყვითლისათვის (ქოლანგიტი და სხვ.) ძირითადი დიაგნოსტიკური მეთოდებია დუოდენოსკოპია ბიოფსიასთან ერთად, რელაქსაციური დუოდენოგრაფია. ოპერაციული მკურნალობის პერსპექტივები შედარებით კეთილსაიმედოა, დვრილის კიბოს შესაძლო ადრეული გამოვლინებისა და ნელი ზრდის გათვალისწინებით. პანკრეატოდუოდენექტომიის შემდეგ ავადმყოფების 30-40% ცოცლოხლობენ 5 წელს დაავადების ნიშნების გარეშე. ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზებისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის არაოპერაბელური კიბოს დროს სიყვითლის ლიკვიდაციის თვალსაზრისით პალიატური მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ბილიოდიგესტურ ანასტომოზებს ან სანაღვლე გზების გარე დრენირებას. ქიმიოთერაპიით შესაძლოა დროებითი რემისია (შემთხვევათა 20-30%).

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1326 times by 653 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka