ჯიბლიბო

ჯიბლიბო

ჯიბლიბოს რისკ ფაქტორს წარმოადგენს ორგანიზმის ზოგადი გადაცივება, იმუნიტეტის დაქვეითება, ავიტამინოზი, ენდოკრინული დარღვევები და საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები >>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჯიბლიბო  (hordeolum) ქუთუთოზე არსებული თმის ფოლიკულის ან  ცხიმოვანი ჯირკვლის  მწვავე ჩირქოვანი ანთებაა. გამოყოფენ ასევე შიდა ჯიბლიბოს, როდესაც ვითარდება მეიბომის ჯირკვლების წილაკის ანთება, მეიბომიტი. ჯიბლიბოს გამომწვევი ბაქტერიული ინფექციაა (90-95% -ში გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკი) და ხშირად შეინიშნება იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე, მაგალითად გაციებითი დაავადებების შემდეგ.

ჯიბლიბოს  მიმდინარეობა

ჯიბლიბოაღინიშნება ქუთუთოს ანთება და შეშუპება, მტკივნეულობა, კონიუნქტივის სიწითლე, ქუთუთოს კიდეზე წარმოიქმნება მტკივნეული შესიება, 2-4 დღის შემდეგ მის  მწვერვალზე ჩნდება  მოყვითალო თავი, რომლის გახსნისას გადმოედინება ჩირქი და ნეკროზირებული ქსოვილების ნაწილები. ზოგჯერ განსკუთრებით ჩირქის გამორწყვისას ჯიბლიბო შესაძლებელია გახდეს თვალბუდის ფლეგმონის, კავერნოზული სინუსის თრომბოზის, მენინგიტის მიზეზი.

ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნებოდეს თავის ტკივილები, სხეულის ტემპერატურის მომატება, ახლო მდებარე ლიმფური ჯირკვლების გადიდება.

მსგავსი კლინიკური სურათი შეინიშნება მეიბომის ჯირკვლების ანთების შემთხვევაშიც, თუმცა ამ დროს ანთება ნაკლებად მწვავედ მიმდინარეობს. შიგნითა ჯიბლიბოს გახსნა ხდება კონიუნქტივალურ ტომარაში. რიგ შემთხვევბში ამის შემდეგ ვითარდება ქალაზიონიმეიბომის ჯირკვლების ირგვლივ მდებარე ხრტილის ანთება. მტკივნეულობა და შესიება არ აღინიშნება, მკურნალობა ხდება ქირურგიული გზით.

 ჯიბლიბოს რისკ-ფაქტორები

ჯიბლიბოს რისკ ფაქტორს წარმოადგენს ორგანიზმის ზოგადი გადაცივება, იმუნიტეტის დაქვეითება, ავიტამინოზი, ენდოკრინული დარღვევები და საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები, დიდი მნიშვნელობა ენიჭება  ქუთუთოს მდგომარეობას: დემოდეკოზის, ბლეფარიტის არსებობა,

ჯიბლიბოს პროფილატიკა

ჯიბლიბოს პროფილაქტიკა პირველ რიგში მოიცავს პირადი ჰიგიენის წესების დაცვას. უნდა ვეცადოთ, რომ თვალს არ შევეხოთ  დაბინძურებული ხელებით. გამოყენებულ უნდა იქნას ინდივიდუალური კოსმეტიკა და პირადი ჰიგიენის ნივთები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნიტეტის გაძლიერებას.

ჯიბლიბოს მკურნალობა

დაუშვებელია ჩირქოვანი შიგთავსის თვითნებური გამოდევნა, ასეთი მცდელობა მხოლოდ  ინფექციის გავრცელებას შეუწყობს ხელს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორბიტის მიდამოში ფლეგმონის განვითარება,  ტვინის კავერნოზული სინუსის თრომბოზი, მენინგიტი და ლეტალურ გამოსავალიც.

არაა რეკომენდირებული კომპრესები და სველი საფენების გამოყენება, რაც გამოიწვევს კანის მაცერაცისა და ინფექციის გავრცელებას სხვა ცხიმის ჯირკვლების გამომტანი სადინრების ხვრელებით, რაც დაავადების მორეციდივე მიმდინარეობას შეუწყობს ხელს.

სხეულის ტემპერატურის მომატებისას და საერთო მდგომარეობის გაუარესებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების მიზნით. აბსცესის  წარმოქმნისას საჭიროა ქირურგიული ჩარევა. მრავალრიცხოვანი ჯიბლიბოების დროს და ტემპერატურის მომატებისას – ამ პრეპარატების ზოგადი გამოყენება. მორეციდივე ჯიბლიბოს დროს – ავტოჰემოთერაპია.

პროგნოზი ჩვეულებრივ კეთილსაიმედოა. ჯიბლიბოსი და თანმხლები დაავადებების  დროული მკურნალობა თავიდან აგვაცილებს გართულებების წარმოქმნას. ჯიბლიბოს მორეციდივე ფორმის დროს, აუცილებლად უნდა მოხდეს სათანადო გამოკვლევა შესაძლო ეტიოლოგიური და ხელშემწყობი ფაქტორების გამოსავლენად.

 ….

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

თვალის დაავადებები