მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

სიმსივნური დაავადებები

ღვიძლის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეების დაახლოებით 1-1,5%-ს შეადგენს. განსაკუთრებით ხშირად ვითარდება ჰეპატოცელულური კიბო (90%), იშვიათად – ქოლანგიოცელულარული (10%). ღვიძლში კიბო შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის ციროზის ფონზე ან მის გარეშე. კლინიკური სიმპტომები ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია. თუკი ღვიძლის ციროზის ნიშნების ფონზე აღინიშნება საერთო მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, წონაში სწრაფი დაკლება, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ვლინდება ღვიძლის ფუნქციების დარღვევის ლაბორატორიული ნიშნების ზრდა, ასციტი, ასევე იცვლება კეროვანი წარმონაქმნების ზომები ულტრაბგერითი ტომოგრაფიის მონაცემების მოხედვით, სავარაუდოა ღვიძლის კიბოს არსებობა. სხვა შემთხვევებში ნორმალური ზოგადი მდგომარეობის ფონზე ვლინდება ღვიძლის გადიდება პალპაციისას, ხოლო ულტრაბგერით და კომპიუტერულ ტომოგრამებზე კი –  დიდი ზომის სიმსივნე მცირე წარონაქმნებით ან მათ გარეშე (კვანძოვანი ფორმა). ზოგჯერ დიდი კვანძი არ ვლინდება (დიფუზური ფორმა). დაავადების პროგრესირების დროს შესაძლებელია გამოვლინდეს მუცელშიგა სისხლჩაქცევა, სიყვითლე, ასციტი, სხვა სიმპტომები.
კიბოს დიაგნოზის დადგენა ხდება სიმსივნის ბიოფსიით. დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლში ფეტოპროტეინის განსაზღვრას, რომლის დონე ჰეპატოცელულური კიბოს დროს ავადმყოფთა 70-90%-ში მაღალია. დაავადების გავრცელების ხარისხს ადგენენ აგრეთვე ანგიოგრაფიის დროს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მეტასტაზურ კიბოსთან. ღვიძლის კიბოს მეტასტაზები ვითარდება ორგანოს საზღვრებში, იშვიათად (30-50%) პერიპორტალურ ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ძვლებში.
მკურნალობა. ღვიძლის ლოკალიზებული კიბოს დროს ატარებენ ღვიძლის რეზექციას. სიცოცხლის 5-წლიანი გახანგრძლივება შეადგენს დაახლოებით 15-30%-ს, საუკეთესო შედეგებია მიღებული მაღალდიფერენცირებული კიბოს დროს. დროებით ობიექტურ და სუბიექტურ გაუმჯობესებას იძლევა ღვიძლის არტერიების გადაკვანძვა ან ემბოლიზაცია. გაუმჯობესება აღინიშნება აგრეთვე ქიმიოთერაპიის დროს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1792 times by 948 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri