სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სიმსივნური დაავადებები

მეზოთელიომა (mesothelioma) – ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება პლევრაში ან პერიტონეუმში. სამედიცინო პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია. დაავადების რისკი მაღალია ასბესტოზით დაავადებულებში.
კლინიკური სიმპტომები არასპეციფიკურია. პლევრის მეზოთელიომის დროს აღინიშნება ტკივილი გულმკერდში, ქოშინი, ხველა, ექსუდატის დაგროვება პლევრის ღრუში; პერიტონეუმის მეზოთელიომისათვის დამახასიათებელია ტკივილი მუცელში, წონაში დაკლება; მუცლის პალპაციით ისინჯება სიმსივნური წარმონაქმნი, ვლინდება ასციტი. გარდა არასიმსივნური დაავადებებისა, დიფერენციალური დიაგნოზს ატარებენ სხვადასხვა სიმსივნეების დროს პლევრაში და პერიტონეუმში წარმოქმნილ  მეტასტაზებთან. პლევრის ღრუდან ან მუცლის ღრუდან მიღებულ

0-Pleura-Mesothelioma-01

ექსუდატში ნახულობენ ავთვისებიან მეზოთელურ უჯრედებს (შემთხვევათა 50%). ამასთან, მეზოთელიომის დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ ბიოფსიით, რომელიც ტარდება თორაკო- და ლაპარასკოპიის, ან კანის გავლით პუნქციური ბიოფსიის დროს. ენდოსკოპური გამოკვლევებით ბლინდება მრავლობითი მცირე სიმსივნური წარმონაქმნები პლევრასა და პერიტონეუმზე; რიგ შემთხვევებში ისინჯება დიდი ზომის სიმსივნური კვანძი (დიფუზური ან დიფუზურ-კვანძოვანი ფორმა).
მეზოთელიომა მეტასტაზირდება ადგილობრივად, იშვიათად ღვიძლში, ფილტვებსა სხვა ორგანოებში.
მკურნალობა. ქირურგიული მკურნალობა ეფექტურია მხოლოდ დიდი ზომის სიმსივნური კვანძების არსებობისას და მიმართულია სიმსივნის მასის შემცირებისაკენ. მცირე ზომის სიმსივნური მეტასტაზების დროს იყენებენ რადიოაქტიული კოლოიდური ოქროს ღრუსშიგა შეყვანას. პალიატიური სამკურნალო მნიშვნელობა გააჩნია აგრეთვე სხივურ თერაპიასა და ქიმიოთერაპიას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1269 times by 605 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka