სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

თვალის დაავადებები

ოფთალმია (ophthalmia) – თვალის ზოგიერთი ანთებითი დაავადებების საერთო დასახელება.

ოფთალმია სინათლისმიერი ოფთალმია (ფოტოოფთალმია) – კონიუნქტივის, რქოვანასა და ბადურა გარსის დამწვრობა თვალზე ძალიან კაშკაშა სინათლის ზემოქმედებით.
სიმპტომები. 6-8 საათის შემდეგ სინათლის მოქმედების შემდეგ ვლინდება მწვავე ტკივილი თვალებში, ბლეფაროსპაზმი, ცრემლდენა. კონიუნქტივა ჰიპერემიულია და რამდენადმე შეშუპებულია, ზოგჯერ ვლინდება პერიკორნეალური ინიექცია. რქოვანა დაბინდულია. გუგები შევიწროვებულია, რეაქცია სინათლეზე დუნეა. ბადურა გარსის დაზიანება ლოკალიზდება ყვითელი ლაქის მიდამოში და იწვევს მხედველობის მნიშვნელოვან დაქვეითებას და ცენტრალური სკოტომის გაჩენას. ახალ შემთხვევებში ოფთალმოსკოპიის დროს ჩანს ბადურა გარსის მსუბუქი შეშუპება, შედარებით მოგვიანებით სტადიებში – წერტილოვანი მოყვითალო კერები პიგმენტაციით.
პროგნოზი კეთილსაიმედოა. ბადურას მძიმე დამწვრობის დროს აღინიშნება მხედველობის მყარი დაქვეითება. პროფილაქტიკა: თვალების დაცვა მუქი სათვალეებით.
სიმპათიკური ოფთალმია – (sympathes თანმხლები; ბერძ. Ophthalmos თვალი). თვალის სისხლძარღოვანი გარსის ანთება, რომელსაც იწვევს ანთებითი პროცესის გავრცელება დაავადებული თვალიდან საღ თვალზე. ვლინდება უპირატესად წინა უვეიტის ფორმით. სიმპათიკური ოფთალმია ვითარდება არა უადრეს 10 – 12 დღისა, უფრო ხშირად კი 4 – 8 კვირის შემდეგ პირველი თვალის დაზიანებიდან. წინა უვეიტს (ირიდოციკლიტი) აქვს ფიბროზული ხასიათი და ვლინდება თვალის გაღიზიანების ზოგადი ნიშნებით – სინათლის შიში, ცრემლდენა, ბლეფაროსპაზმი, ტკივილები. შესაძლოა განვითარდეს მეორადი გლაუკომა. დაავადების მძიმე ფორმების დროს შესაძლოა ჩამოყალიბდეს თვალის კაკლის სუბატროფია. სიმპათიკური უვეიტების კლინიკური მიმდინარეობისათვის დამახასიათებელია ნელი პროგრესირება პროცესის ჩაქრობისა და გამწვავებების პერიოდებით, რაც შესაძლებელია გაგრძელდეს თვეობითა და წლობით; უფრო იშვიათ შემთხვევებში უვეიტი მიმდინარეობს მწვავედ. აღწერილია სიმპათიკური ოფთალმიის სხვა შესაძლო კლინიკური გამოვლინებები – კეროვანი და დიფუზური ქორიოიდიტები, ბადურის აშრევება და ნეირორეტინიტი; დაავადების პროგნოზი სერიოზულია, ხშირია მძიმე გამოსავალი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1266 times by 616 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka