სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები

ყბის ირგვლივი ფლეგმონა (perimaxillary phlegmon) – ყბა-სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებშორისი  ქსოვილის  ჩირქოვან-დიფუზური ანთება.
ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი უკავშირდება რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში ინფექციის შეღწევას და ორგანიზმის ალერგიული და არასპეციფიკური რეაქტიულობის მდგომარეობას. ფლეგმონის განვითარებას ხშირად წინ უძღვის ყბის ოსტეომიელიტი, კბილის მწვავე მწვერვალისირგვლივი დაავადებები, ლიმფადენიტი და სხვ.
სიმპტომები. მკვეთრი მტკივნეულობა ღეჭვის დროს, ყბის მოძრაობის  შეზღუდვა (ტრიზმი), სუნთქვის, მეტყველების დარღვევა, ყლაპვის გაძნელება, ნერწყვდენა, სახის ასიმეტრია. აღინიშნება დიფუზური, მკვრივი, პალპაციით მტკივნეული შეშუპება დაზიანებულ მხარეზე. გამოხატულია ინტოქსიკაციის ნიშნები -სისუსტე, ოფლიანობა, შემცივნება, პულსისა და სუნთქვის გახშირება. სისხლში – ფორმულის მარცხნივ გადახრა, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ედს-ი მკვეთრად მომატებულია. სხეულის ტემპერატურა მატულობს 39 – 400C-მდე. მიმდინარეობა შეიძლება გართულდეს ასფიქსიით, სახის ვენების თრომბოზით, მენინგიტით, მედიასტინიტით, სეფსისითა და სხვ.
მკურნალობა ქირურგიულია: ღრმა კერების ფართოდ გახსნა; ჩირქოვანი კერის დრენირება; შეჰყავთ ანტიბიოტიკები დიდი დოზებით, სულფანილამდები, ჰემოდეზი, გლუკოზა ვენაში, ანტისტრეპტოკოკური შრატი, გამა-გლობულინი, პოლიგლუკინი, რინგერის ხსნარი. ლპობითი პროცესის დროს – განგრენის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატი; კისრის, პირის ღრუს, ხახის ახლო ფლეგმონის დროს ზოგჯერ საჭირო ხდება ტრაქეოტომია. კონსერვატული მკურნალობა ინიშნება პროცესის საწყის სტადიებზე და შედარებით დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობის დროს.
პროგნოზი ჩირქგროვის რადიკალური გახსნისა და ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპიის დროს კეთილსაიმედოა, ლპობითი ფლეგმონების და დაგვიანებული მკურნალობის დროს – საეჭვოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

გაფრთხილება!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

______________________________________________

გადასვლა გვერდზე:  ,,სტომატოლოგია”

 …

Viewed 932 times by 485 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka