სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ფარინგომიკოზი (pharyngomycosis) – ხახის ლორწოვანი გარსის დაზიანება სოკო ლეპტოტრიქსით. ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე, გვერდით მორგვებზე, სასის ნუშურების ლაკუნებში ჩანს თეთრი ფერის მკვრივი წარმონაქმნები. ისინი წარმოიქმნებიან ეპითელის გაძლიერებული პროლიფერაციის შედეგად, გარქოვანებამდე. ფარინგომიკოზის განვითარებას ხელს უწყობს ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, ქრონიკული ტონზილიტი, ჰიპოავიტამინოზები. ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა, რომელიც ავადმყოფს არ აწუხებს; დაავადება ხშირად ვლინდება შემთხვევით ხახის დათვალიერებისას. იშვიათად ავადმყოფი აღნიშნავს რაღაცა უცხო, არასასიამოვნო შეგრძნებას ყელში. ლაბორატორიული გამოკვლევით ნახულობენ ლეპტოტრიქსის სოკოებს.
მკურნალობა. ლორწოვანი გარსისა და ნუშების დამუშავება ლუგოლითა და გლიცერინით. ყელის გამოვლება და ლაკუნების გამორეცხვა;  თანმხლები ქრონიკული ტონზილიტის დროს ნაჩვენებია ნუშების ქირურგიული აოკვეთა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1396 times by 654 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka