პირ-ხახის ავთვისებიანი სიმსივნეები

პირ-ხახის ავთვისებიანი სიმსივნეები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პირ-ხახის ავთვისებიანი სიმსივნეები – ამ ჯგუფში გაერთიანებულია აერთიანებს სასის ნუშურების, ენის ძირისა და ხახის უკანა კედლის სიმსივნეებს. წარმოდგენილია უპირატესად ბრტყელუჯრედოვანი კიბო სახით, გვხვდება ლიმფოეპითელიომები და კიბო არადიფერენცირებული ფორმები. დაავადების პირველი სიმპტომებია ტკივილი, ირადიაციით ყურში და ყლაპვის გაძნელება. ზოგჯერ ავადმყოფი ნუშურებში აღმოაჩენს ხორკლიან სიმსივნეს. შესაძლოა შეიცვალოს ხმის ტემბრი რბილი სასის დაზიანების გამო. მკურნალობის ძირითადი მეთოდია სხივური თერაპია. ქირურგიული ჩარევა გამართლებულია მხოლოდ მცირე ზომის სიმსივნეების დროს, როგორც დამატება სხვური თერაპიისა. დავადების გავრცელებული ფორმების დროს მიზანშეწონილია ქიმიოთერაპია. 

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები