სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

თვალის დაავადებები

რეტინიტი (retinitis) – თვალის ბადურა გარსის ანთება.
ეტიოლოგია: ინფექციური დავადებები, ინტოქსიკაციები, ალერგიული მდგომარეობები, ენდოკრინული დარღვევები, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობები, სხივური ენერგიის მოქმედება, თვალის ტრავმა.
პათოგენეზი. ბადურა გარსის ანთება ყველაზე უფრო ხშირად ვითარდება გამომწვევის მეტასტაზირებით ბაქტერიემიის დროს და პროცესთან ალერგიის, იმუნოაგრესიის კობინირებით.

რეტინიტი

სიმპტომები. თვალის ფსკერზე – თეთრი, რუხი ან მოყვითალო ფერის კეროვანი ან დიფუზური შემღვრევა, რომლებშიც თითქოსდა ჩაძირულია ბადურის სისხლძარღვები. კერების მდებარეობისას მაკულარულ ზონაში ნერვული ბოჭკოების გაყოლებაზე წარმოიქმნება ვარსკვლავის ფიგურები; არაიშვიათია სისხლჩაქცევები. ბადურას სისხლძარღვები შევიწროებული ან გაფართოებულია, ზოგჯერ ანევრიზმული წარმონაქმნებით. შესაძლებელია ბადურის პერიპაპილარული შეშუპება, მხედველობის ნერვის დისკის ჰიპერემია, მისი საზღვრების წაშლა. პროცესის ცეტრალურ ნაწილში მდებარეობისას აღინიშნება მხედველობის მკვეთრი დაქვეითება, სკოტომები, ფოტოფსია, საგნების დამახინჯება (მეტამორფოპსია), ფერების აღქმის დარღვევა. ბადურა გარსის პერიფერიის დაზიანება მიმდინარეობს მხედველობის ველის კონცენტრული ან სექტორული შევიწროებით. დაავადების მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ექსუდატის გაჩენა მინისებურ სხეულში და ენდოფტალმიტის და პანოფტალმიტის განვითარება. მკურნალობა ისეთივეა, როგორიც ქოიოიდიტისა და ქორიორეტინიტის დროს.
პროგნოზი სერიოზულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 867 times by 484 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka