სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

სკლერომა (scleroma) – ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებს და ვლინდება მათში ბრტყელი ან ხორკლიანი ინფილტრატების წარმოქმნით. გამომწვევია – ფრიში-ვოლკოვიჩის ჩხირი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ხასიათდება ნელი მიმდინარეობით, რომელიც პროგრესირებს მრავალი წლის განმავლობაში. საწყის სტადიებზე წარმოიქმნება მკვრივი ინფილტრატები ბრტყელი ან ბორცვისებრი შემაღლებების სახით, რომლებიც არ წყლულდებიან, ლოკალიზებულნი არიან უპირატესად ფიზიოლოგიური შევიწროებების ადგილებში: ცხვირის კარიბჭეში, ქოანებში, ცხვირ-ხახაში, ხორხის ნაოჭქვეშა სივრცეში, ტრაქეის ბიფურკაციასთან, ბრონქების განშტოებების ადგილზე. შედარებით მოგვიანებით ინფილტრატები ნაწიბურდებიან და იწვევენ სასუნთქი გზების სანათურის შევიწროებასა და სუნთქვის დარღვევას. ჩვეულებრივ, სკლერომა მოიცავს ერთდროულად სასუნთქი გზების რამდენიმე მონაკვეთს. იშვიათად პროცესი ლოკალიზდება ერთ უბანზე.
ცხვირის სკლერომა (რინოსკლერომა). ავადმყოფები უჩივიან ცხვირის სიმშრალესა და ცხვირში დაცობის შეგრძნებას. ლორწოვანი გარსის ატროფიის გამო აღინიშნება მცირე რაოდენობის წებოვანი გამონადენი და ქერქები, ზოგჯერ არასასიამოვნო სუნის. რინოსკოპიით ვლინდება ბორცვისებრი ინფილტრატები; ცხვირის კარიბჭეში მათი ლოკალიზაციის დროს ვითარდება გარეთა ცხვირის დეფორმაცია. ცხვირის ფრთები ინფილტრირებულია.
ხახის სკლერომა. პროცესი ვრცელდება ცხვირის ღრუდან ქოანების გავლით; ზიანდება ძირითადად რბილი სასა. ინფილტრატების დანაწიბურება იწვევს რბილი სასისა და სასის რკალების დეფორმაციას. ზოგჯერ დეფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირ-ხახისა და პირ-ხახის თითქმის მთლიანი გაცალკევება. ხშირად ეს ცვლილებები შერწყმულია ცხვირისა და ხორხის პათოლოგიასთან, რაც დამახასიათებელია სკლერომისათვის.
ხორხის სკლერომა. ინფილტრატები მდებარობენ ჩვეულებრივ სიმეტრიულად ორივე მხარეზე ნაოჭქვეშა სივრცის არეში, იშვიათად ვესტიბულურ ნაოჭებში, მბგერავ ნაოჭებში, ციცხვისებრ ხრტილებში და ხორხსარქველზე; იწვევენ დანაწიბურებას, ხმის ცვლილებებსა და ხორხის სტენოზს. სკლერომული პროცესი შესაძლებელია გავრცელდეს ტრაქეაზე და ბრონქებზე, საბოლოოდ იწვევს მათ სტენოზს.
დიაგნოზი. გამოიყენება სეროლოგიური რეაქციები, ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური გამოკვლევა და ნახველის გამოკვლევა ფრიშ-ვოლკოვიჩის ჩხირებზე. საჭიროა გავითვალისწინოთ ავადმყოფის საცხოვრებელი ადგილმდებარეობა, სადაც გვხვდება სკლერომა.
მკურნალობა. სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ქირურგიულ მეთოდებს მიეკუთვნება ბუჟირება, ინფილტრატების ამოკვეთა და ელექტროკოაგულაცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 395 times by 224 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka