ლალი დათეშიძე
სფენოიდიტი – სოლისებრი წიაღის ანთება. გვხვდება იშვიათად და დაკავშირებულია ცხავის ლაბირინთის, – მისი უკანა კედლის დავადებებთან.
სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება თავის ტკივილი. ხშირად იგი ლოკალიზებულია თხემის მიდამოში, თავისა და კეფის სიღრმეში, თვალბუდეში. ქრონიკული დაზიანების დროს ტკივილი შეიგრძნობა თხემის მიდამოში, ხოლო წიაღების დიდი ზომების დროს ვრცელდება კეფაზე. რინოსკოპიით ვლიდება გამონადენის დაგროვება ყნოსვის ღარში. ცალმხრივი სფენოიდიტის დროს აღინიშნება ცალმხრივი გვერდითი ფარინგიტი. ზოგჯერ ავადმყოფები უჩივიან მხედველობის სწრაფ გაუარესებას, რაც დაკავშირებულია პროცესში მხედველობის ნერვების ჩართვასთან. ქრონიკული სფენოიდიტი შესაძლებელია მიმდინარეობდეს ასევე სუსტად გამოხატული სიმპტომატიკით. დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს.
მკურნალობა. ცხვირის ღრუს დამუშავება სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებებით. დაავადების გახანგრძლივების დროს რეკომენდებულია ზონდირება და წიაღის გამორეცხვა ანტიბიოტიკების ხსნარებით; ზოგჯერ ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 452 times by 257 viewers



