სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სიმსივნური დაავადებები

კანის კიბო (skin cancer) წარმოადგენს კიბოს ერთ-ერთ ყველაზე ხშირ ფორმას. შედარებით ხშირად გვხვდება 50 წელს გადაცილებულ პირებში; ჩვეულებრივ სხეულის ღია ნაწილებზე. გამოყოფენ ბაზალურუჯრედოვან და ბრტყელუჯრედოვან კიბოს. იშვიათად დიაგნოსტირდება კანის დანამატების კიბო (ცხიმის, საოფლე ჯირკვლების, თმის ფოლიკულების). კიბოს განვითარებას ხელს უწყობს ზედმეტი ინსოლაცია, სხივური დაზიანება. კიბოსწინარე დაავადებებად ითვლება ჰიპერკერატოზები, ბო-ვენის დაავადება, რადიაციული დერმატიტი, პიგმენტური ქსეროდერმა, ალბინიზმი, ქრონიკული წყლულები და ნაწიბურები და სხვ.

skin cancerpicბაზალურუჯრედოვანი კიბო წარმოადგენს მრგვალ მკვრივ წარმონაქმნს, რომელიც თანდათანობით წყლულდება და ახდენს გარემომცველი ქსოვილების ინფილტრაციას; ხასიათდება ნელი მიმდინარეობით. მეტასტაზები იშვიათია. განკურნება აღინიშნება შემთხვევათა 90%-ში. კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბო შესაძლოა მიმდინარეობდეს კვანძოვანი, წლულოვანი, ინფილტრაციული ფორმებით და სხვ. კეთილთვისებიანი დაავადებების კიბოდ გარდაქმნის დროს ხდება ინფილტრაციული პროცესის დაჩქარება და დაწყლულება. ზოგჯერ სიმსივნის წინა წარმონაქმნი არ იცვლება, მაგრამ ვითარდება მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში. ბრტყელუჯრედოვანი კიბო მიმდინარეობს ნელა; გვიან სტადიებზე წარმოიქმნება რეგიონალური და დაცილებული მეტასტაზები. იშვიათად კანის კიბო მიმდინარეობს აგრესიულად (რეციდივები სწრაფი ზრდით, ადრეული მეტასტაზირება ფილტვებში, ძვლებში და სხვა ქსოვილებში). სიმსივნისწინა პროცესების მკურნალობა, განსაკუთრებით კლინიკური გამოვლინებების ზრდის დროს, არსებითად ამცირებს კანის კიბოს განვითარებას. კანის ლოკალიზებული კიბოს მკურნალობის დროს იყენებენ ოპერაციულ ჩარევას ან სხივურ თერაპიას. შესაძლებელია აგრეთვე სიმსივნეების კრიოდესტრუქცია. დიდი ზომის სიმსივნეებისა და მეტასტაზების დროს იყენებენ ქიმიოთერაპიას. კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს დროს განკურნება აღინიშნება 80-90%-ში. კანის დანამატების კიბოს მკურნალობა ქირურგიულია, დანარჩენი მეთოდები ნაკლებეფექტურია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2742 times by 1305 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka