ხახის ტრამვა

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ხახის ტრავმა შეიძლება იყოს შიგნიდან – დამჭრელი საგნის შეღწევით პირიდან ან ცხვირიდან (განსაკუთრებით ბავშვებში) და გარედან – კისრის ჭრილობების დროს.

ხახის ტრავმა – სიმპტომები. შიგა დაზიანების დროს აღინიშნება ტკივილი და ყლაპვის გაძნელება. დაზიანებას ადვილად ადგენენ დათვალიერებით (ფარინგოსკოპია, უკანა რინოსკოპია).

ხახის ტრავმა – მკურნალობა. შიგა დაზიანების დროს პირველ რიგში იღებენ უცხო სხეულს, თუკი ასეთი არსებობს. პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება ხახაში გამოსავლებები, დიეტა, ჩვენების მიხედვით სულფანილამიდური პრეპარატები და ანტიბიოტიკები. აბსცენდირების შემთხვევაში ტარდება ქირურგიული მკურნალობა.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.