ლალი დათეშიძე
ხორხის ტრავმა – განასხვავებენ დაჟეჟილობებს, მოტეხილობებსა და ჭრილობებს.
სიმპტომები. ხორხის დაჟეჟილობები: სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება, ზოგჯერ ხველა. ხრტილის მოსინჯვა ზოგჯერ მტკივნეულია. ზოგჯერ ვითადება ხანმოკლე გულის წასვლა. სუნთქვის მნიშვნელოვანი დარღვევები შედეგია ხორხის შერყევისა. ხორხის მოტეხილობები: ხველის შეტევები სისხლიანი ნახველის გამოყოფით, ყლაპვა და ლაპარაკი მტკივნეულია, ხმა უხეშდება. ხშირია სუნთქვის გაძნელება, რასაც ახლავს მსტვინავი ხმა. შესაძლებელია განვითარდეს ციანოზი და მოხრჩობის შეტევები. ხუთვა განპირობებულია ტრაქეაში სისხლჩაქცევით, ლორწოვანი გარსის შეშუპებით, ხრტილის ნამსხვრევების გადანაცვლებით, ასევე კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ან შუასაყარის ემფიზემით.
დიაგნოზის დადგენა ხდება გარეგანი დათვალიერებით, პალპაციითა და რენტგენოგრაფიით. ლარინგოსკოპია გართულებულია; ვლინდება მკვეთრი ჰიპერემია, შეშუპება და სისხლჩაქცევა, ხრტილის ნამსხვრევების გადანაცვლება.
მკურნალობა. აუცილებელია სიმშვიდე და სიჩუმის დაცვა; ადგილობრივად – ყინული ყელზე, აძლევენ ასევე ყინულის ნაჭერს გადასაყლაპავად. დაზარალებული საჭიროებს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას. ხორხის ღია ტრავმის დროს აუცილებელია ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატისა და ანატოქსინის შეყვანა. ნაჩვენებია ტრაქეოსტომის ადრეული დადება სტენოზის მცირე მოვლენების დროსაც კი. ტრაქეოსტომის დადების შემდეგ აუცილებელია ბრონქში ჩაღვრილი სისხლის ამოღება. ტარდება ხორხის ტამპონადა სისხლდენის შესაჩერებლად. პროფილაქტიკისათვის ინიშნება სულფანილამიდები და ანტიბიოტიკები.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 354 times by 207 viewers



