ლალი დათეშიძე
ხორხის ტუბერკულოზი – წამოადგენს ფილტვების ტუბერკულოზის გართულებას და გვხვდება უპირატესად მამაკაცებში 20 – 40 წლის ასაკში. პათოლოგანატომიური ცვლილებები ხასიათდება ეპითელური ბორცვების წარმოქმნით. ინფილტრატების წარმოქმნისა და ტუბერკულების ხაჭოსებრი დაშლის დროს წარმოიქმნება წყლულები. ტუბერკულოზური პროცესის გავრცელების დროს ზიანდება ხრტილსაზრდელა და ხრტილი. ავადმყოფები უჩივიან ხმის სხვადასხვა სახის დარღვევებსა და ტკივილს, რომელიც აღინიშნება როგორც დამოუკიდებლად, ასევე ნერწყვისა და საკვების ყლაპვის, ლაპარაკის, ხველის დროს. ტკივილი განპირობებულია ხორხის გარეთა რგოლის დაზიანებით. ყიის შევიწროებით გამოწვეული სტენოზური სუნთქვა აღინიშნება ინფილტრაციულ-წყლულოვანი გრანულაციური პროცესის ან ნაოჭქვეშა სივრცის, ხორხსარქველის, ციცხვისებრი ხრტილების შეშუპების დროს. მბგერავი ნაოჭების დაზიანება გამოიხატება ცალკეული უბნების ჰიპერემიით, გასქელებითა და ინფილტაციით – უმთავრესად მბგერავი ნაოჭების უკანა მესამედის. დაწყლულება ხშირად აღინიშნება მბგერავი ნაოჭების შიგნითა ან ზედა ზედაპირებზე. ხორხის შიგნითა ზედაპირი ტუბერკულოზური პროცესით ზიანდება გაცილებით ხშირად, ვიდრე გარეთა.
მკურნალობა. ანტიტუბერკულოზური მკურნალობა; პროდუქტიური სიმსივნური ფორმების დროს (ტუბერკულომები) ტარდება კიურეტაჟი, ელექტროკოაგულაცია. პარეზებისა და დამბლების დროს ტარდება ვიბრაციული მასაჟი ხორხის არეში.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
Viewed 1039 times by 514 viewers



