მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

სიმსივნური დაავადებები

ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის)  განსაკუთრებით ხშირად ვითარდება 50-55 და 5-10 წლის ასაკში. 15 წლის ზემოთ, თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების 70%-ს შეადგენენ გლიობლასტომა და ავთვისებიანი ასტროციტომა; შედარებით იშვიათად დიაგნოსტირდება ეპენდიმომა, გლიომა, ოლიგოდენდროგლიომა, მედულობლასტომა. ბავშვებში თავის ტვინის სიმსივნეები სიხშირით მეორე ადგილს იკავებენ ავთვისებიან სიმსივნეთა შორის (ლეიკოზების შემდეგ). 60% შეადგენენ მედულობლასტომა, ასტროციტომა და ეპენდიმომა, იშვიათად გვხვდება სხვა სიმსივნეები.
თავის ტვინის სიმსივნეების კლინიკური სურათი წარმოდგენილია ქალაშიდა წნევის მომატების სიმპტომებით (თავის ტკივილი, ღებინება, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება) და არასპეფიკური ნევროლოგიური დარღვევებით, სიმსივნის ლოკალიზაცის შესაბამისად. მაგალითად, მედულობლასტომის დროს ვლინდება მოძრაობის კოორდინაციის, ასევე  სხვა ნათხემოვანი დარღვევები. ტვინის სიმსივნეები მეტასტაზირდება ადგილობრივად, დაცილებული მეტასტაზები იშვიათია.
ტვინის სიმსივნის დიაგნოზის დადგენა ხდება ნევროლოგიური და კლინიკური სიმპტომების გათვალისწინებით, კვლევის დამატებითი მეთოდების გამოყენებით, ასევე ოპერაციის დროს. ცერებრულ-სპინურ  სითხეში აღინიშნება წნევის მომატება, ცილისა და უჯრედული ელემენტების შემცველობის მომატება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ექოენცეფალოგრაფიას, ასევე ტვინის სკანირებას, ცერებრულ ანგიოგრაფიას და სხვ. დიფერენციალურ დიაგნოზს ატარებენ სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების დროს თავის ტვინში განვითარებულ მეტასტაზებთან (სარძევე ჯირკვლის, ფილტვების, თირკმელების სიმსივნეების, მელანომის და სხვ. დროს).
ზურგის ტვინის სიმსივნეები. განასხვავებენ ექსტრადურულ სიმსივნეებს (ხშირად მეტასტაზური ან სარკომის) და ინტრადურულ სიმსივნეებს. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს ექსტრამედულური (ნეიროფიბრომა, მენინგიომა და სხვ.) და ინტრამედულური (ეპენდიმომა, ასტროციტომა, სისხლძარღვოვანი სარკომა).
თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების მკურნალობაში გამოიყენება ქირურგიული მეთოდი, ასევე სხივური თერაპია. სხივური თერაპიის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა მედულობლასტომა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1886 times by 925 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri