ლალი დათეშიძე
ეტიოლოგია, პათოგენეზი: ტრავმის შემდეგ ეროზირებული რქოვანა გარსის ინფიცირება კონიუნქტივის პარკის, საცრემლე გზების მიკრობებით, ასევე სხვა მიკრობებით; ინფილტრატის დაშლა და მისი მოცილება ზედაპირული კერატიტის დროს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი თვალში, ცრემლდენა, სინათლის
შიში. თვალის კაკლის პერიკორნეალური ან შერეული ინიექცია, ზოგჯერ კონიუნქტივის ქემოზი. რქოვანა გარსის ქსოვილის მეტ- ნაკლებად ღრმა დეფექტი რუხი ფერის ფსკერით და კიდეებით. რქოვანა გარსი წყლულის ირგვლივ შემღვრეული და მსუბუქად შეშუპებულია. თავდაპირველად მცირე ზომის, მრგვალი ან მოგრძო წყლული შესაძლებელია შემდგომში გავრცელდეს რქოვანას მნიშვნელოვან ნაწილზე და მიიღოს სხვადასხვა მოხაზულობები. რქოვანას მცოცავი წყლული გამოირჩევა სწრაფი განვითარებით. პროგრესირებადი ნაწილი გაფაშრებული და გარშემორტყმულია ჩირქოვანი ინფილტრატით, ხოლო მოპირდაპირე ნაპირი სუფთაა. წყლულის ადგილზე შეხორცების შემდეგ რჩება მყარი შემღვრევა და მხედველობის დაქვეითება. ზოგჯერ წყლული აღწევს რქოვანა გარსის სიღრმეში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი გახვრეტა და ფერადი გარსის გაჭყლეტა. ასეთი წყლულის დანაწიბურების დროს ფორმირდება ლიბრი, რომელიც შეხორცებულია ფერად გარსთან. თვალშიგა წნევის მომატებით ლიბრი შესაძლოა გაიწელოს – წარმოიქნება რქოვანა გარსის სტაფილომა. მკურნალობა ტარდება იმავე პრინციპებით, როგორც კერატიტების დროს. ლურჯი ჩირქის ჩხირით გამოწვეული წყლულების დროს – პოლიმიქსინის კომბინაცია გენტამიცინთან ხშირი ინსტილაციების სახით (25 000 მე 1 მლ-ში)
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1041 times by 521 viewers



