სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

თვალის დაავადებები

თვალის კაკლის ჭრილობები – მიმდინარეობს მისი მთლიანობის დარღვევით. სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია დარტყმის ძალაზე, დამჭრელი საგნის ფორმაზე და სიდიდეზე.
ზოგადი სიმპტომები - ჭრა და ტკივილი თვალში, ცრემლდენა, სინათლის შიში, ბლეფაროსპაზმი. მცირე ძალით დარტყმის დროს ჭრილობა ვერ აღწევს თვალის კაკლის მთელ კედელში (არაგამჭოლი ჭრილობა). კონიუნქტივის დაზიანება მიმდინარეობს ქემოზითა და სისხლჩაქცევით ჭრილობის ირგვლივ. რქოვანას მთლიანობის დარღვევის დროს ადგილი აქვს თვალის კაკლის შერეულ ინიექციას, ხოლო დაზიანების ადგილზე რქოვანა მქრქალია. ზოგჯერ პროცესში ერთვება ფერადი გარსი; კონიუნქტივის და რქოვანას ზედაპირზე ან მათ ქსოვილებში ზოგჯერ რჩება უცხო სხეული. თვალის გამჭოლი ჭრილობების დროს წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ლოკალიზაციის ჭრილობები. შესაძლებლია სისხლჩაქცევა წინა კამერაში, მინისებრ სხეულში, ბროლის შემღვრევა. მისი კაფსულის დაზიანების დროს ბროლის შემღვრეული მასები გამოდიან წინა კამერაში. თვალი რბილია, მხედველობა მკვეთრად დაქვეითებულია. შესაძლებელია თვალის კაკლის მთლიანად დაშლა. გამჭოლი ჭრილობა შესაძლებელია გართულდეს ჩირქოვანი ინფექციით, ენდოფტალმიტით, ტრავმული ირიდოციკლიტით, მეორე თვალის დაავადებით. თვალის გამჭოლი ჭრილობების დროს აუცილებელია რენტგენოლოგიური გამოკვლევა თვალში უცხო სხეულის არსებობის დასადგენად.

პროგნოზი. რქოვანას ზედაპირული დაზიანებები ხორცდება უკვალოდ ან ტოვებს მსუბუქ შემღვრევას, რომელმაც ცენტრალური მდებარეობისას შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება. გამჭოლი ჭრილობების დროს პროგნოზი მხედველობის შენარჩუნების მიმართებით ყოველთვის სერიოზულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 862 times by 418 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka