მკურნალობა უცხოეთში


ფიზიოლოგიის განსაზღვრება (დეფინიცია) და ამოცანები

ფიზიოლოგია (ბერძ. ”physis” ბუნება და ”logos” მოძღვრება) – მეცნიერება ცოცხალი ორგანიზმების ფუნქციური მექანიზმების შესახებ.
ფიზიოლოგია შეისწავლის:
1. ჯანმრთელი ორგანიზმის, როგორც ერთი მთლიანის, ფუნქციებს;
2. სხვადასხვა ორგანოების ფუნქციებს;
3. ფიზოლოგიურ და ფუნქციურ სისტემებს;
4. სხვადასხვა უჯრედების, უჯრედული პოპულაციების ფუნქციებს;
5. უჯრედული სტრუქტურების ფუნქციებს;
6. ყველა ორგანოს და სისტემის ფუნქციებს და მათ ურთიერთდამოკიდებულებას;
7. ორგანოების და სისტემების მუშაობის რეგულაციის მექანიზმებს (ნერვული და ჰუმორული)
8. გარემოსთან ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულებას

ფიზიოლოგიის შემადგენელი ნაწილები
1. ზოგადი ფიზიოლოგია – შეისწავლის ორგანიზმის სისტემების და ცალკეული ორგანოების მუშაობის ზოგად კანონზომიერებებს;
2. კერძო ფიზიოლოგია – შეისწავლის სხვადასხვა ფიზიოლოგიური სისტემების ფუნქციებს. ფიზიოლოგიური სისტემა – იმ ორგანოების და ქსოვილების ერთობლიობა, რომლებიც ასრულებენ ერთ ფუნქციას;
3. სპეციალური ფიზიოლოგია – შეისწავლის სპეციალური ორგანიზმების (ბავშვები და მოზარდები) ფუნქციებს;
4. სხვადასხვა მდგომარეობების ფიზიოლოგია (შრომის ფიზიოლოგია);
5. კლინიკური ფიზიოლოგია – შეისწავლის ორგანიზმის ფუნქციებს დაავადების აღმოცენების პირობებში
ადამიანის ნორმალური ფიზიოლოგია შეისწავლის ჯანმრთელი ორგანიზმის ფუნქციებს
ფიზიოლოგიური კვლევის მეთოდები
ფიზიოლოგიას საფუძვლად უდევს ექსპერიმენტის განმავლობაში მიღებული მონაცემები
არსებობს კვლევის ორი მეთოდი:
1. დაკვირვება
2. ექსპერიმენტი
დაკვირვება ხორციელდება სხვადასხვა გამოვლინებებზე და დარღვევებზე, რომლებიც აღენიშნებათ ადამიანს და ცხოველებს სხვადასხვა დაავადებების დროს.
განასხვავებენ ორი სახის ექსპერიმენტს:
1. მწვავე (ვივისექცია ანუ ცოცხალი ორგანიზმის გაკვეთა) – კეთდება ოპერაციები ცხოველებზე და ხდება ამოკვეთილი ორგანოს მუშაობის შესწავლა, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს ამა თუ იმ ორგანოს მუშაობის მექანიზმი. მეთოდის ნაკლოვანებებია: ტარდება ნარკოზის მდგომარეობაში მყოფ ცხოველზე; დაკავშირებულია მძიმე ტრავმატიზაციასთან და, როგორც წესი, ტრავმულ შოკთან და დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგთან.
2. ქრონიკული – მოწოდებულია რუსი მეცნიერის პავლოვის მიერ – ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ცხოველი რჩება ცოცხალი და შემდგომში ხდება მასზე დაკვირვება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეისწავლება ამა თუ იმ ორგანოს ფუნქცია, მისი ცვლილება სხვადასხვა გარემო პირობების გავლენით, ნერვული და ჰუმორული რეგულაციის გავლენა ორგანიზმის ფუნქციებზე.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “
ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის
საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,
ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო
ენციკლოპედია” ფარგლებში.

Comments are closed.

vaka