დამწვრობა

მოყინვისა და დამწვრობის დროს რეკომენდებული  მცენარეული ნაკრებები

1.
ბერძნული კაკლის ფოთლები

სააფთიაქო გვირილას ყვავილები

50 გრ.
50 გრ.
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.მიღებული გამონაცემით გავიკეთოთ კომპრესები კანის მოყინულ ადგილებზე 10-12 დღის განმავლობაში დღეში ერთ-ორჯერ.
2.
სააფთიაქო გვირილას ყვავილები

ბერძნული კაკლის ფოთლები

თრიმლის ფოთლები

ყუნწიანი მუხის ქერქი

25 გრ.
25 გრ.20 გრ.

20 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.მიღებული მონახარშით კანის მოყინულ უბნებზე გავიკეთოთ კომპრესი. კომპრესის მოცილების შემდეგ კანზე უნდა წავისვათ ზეითუნის ზეთი.
3.
სააფთიაქო გვირილას ყვავილები

სამკურნალო გულყვითელას ყვავილები

ჩვეულებრივი ფარსმანდუკის ყვავილები

დასვრეტილი კრაზანას ყვავილები

10 გრ.
15 გრ.25 გრ.

50 გრ.

ასეთი რაოდენობის ნარევს დავასხათ ორი ლიტრი ზეითუნის ზეთი, დავაყოვნოთ 40 დღის განმავლობაში, გავწუროთ.მიღებული სითხე წავისვათ დამწვარ კანზე.

მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის  დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში,  სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.

გადასვლა საწყის გვერდზე  >>>