კანის მექანიკური დაზიანებისა და ჩირქოვანი დაავადებების დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები
| 1. | ||
| სამკურნალო გულყვითელას ყვავილები
დიდი მრავალძარღვას ფოთლები სამკურნალო სალბის ბალახი მაღალი კულმუხოს ფესვი სააფთიაქო გვირილას ყვავილები მინდვრის შვიტას ბალახი დასვრეტილი კრაზანას ბალახი |
15 გრ. 15 გრ. 15 გრ. 15 გრ. 10 გრ. 10 გრ. 20 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/3-1/2 ჭიქა მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში სამჯერ ჭამის წინ, კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს. |
| 2. | ||
| სააფთიაქო გვირილას ყვავილები
სამკურნალო ძიძოს ყვავილები |
50 გრ. 50 გრ. |
მცენარეული ნაკრებისაგან მოვამზადოთ ფაფისებრი მასა, გავახვიოთ ქსოვილში და დავიდოთ კანის მტკივნეულ ადგილზე. |
| 3. | ||
| დიდი ოროვანდის ფესვი
მაღალი კულმუხოს ფესვი დასვრეტილი კრაზანას ბალახი |
30 გრ. 30 გრ. 40 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1 ჭიქა მიღებული მონახარში დავლიოთ დღეში სამჯერ, კანზე კვანძოვანი გამონაყარების დროს. |
| 4. | ||
| სააფთიაქო გვირილას ყვავილები
სამკურნალო ძიძოს ბალახი სამკურნალო ტუხტის ფოთლები |
35 გრ. 35 გრ. 30 გრ. |
მცენარეული ნაკრებისაგან მოვამზადოთ ფაფისებრი მასა, გავახვიოთ ქსოვილში, გავაცხელოთ და დავიფინოთ კანის მტკივნეულ ადგილზე. |
| 5. | ||
| ყუნწიანი მუხის ქერქი
ჭაობის კოთხუჯის ფესურა |
50 გრ. 50 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.მიღებული გამონაცემი გამოვიყენოთ კომპრესებისა და აბაზანებისათვის. |
მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში, სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.
გადასვლა საწყის გვერდზე >>>
Viewed 1329 times by 619 viewers



