ნაღვლის ბუშტი

 ლალი დათეშიძე

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ნაღვლის ბუშტი (vesica fellea) – ღრუ ორგანო, რომელშიც გროვდება და კონცეტრირდება ნაღველი; ეს უკანასკნელი პერიოდულად ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის ბუშტის და ნაღვლის საერთო სადინრის მეშვეობით.

ჰისტოლოგია. ნაღვლის ბუშტის კედელი შედგება ლორწოვანი, კუნთოვანი და შეამერთებელქსოვილოვანი გარსებისგან; ნაღვლის ბუშტის ქვედა ზედაპირი დაფარულია სეროზული გარსით. ნაღვლის ბუშტის ლორწოვან გარსს გააჩნია მრავლობითი ნაოჭები. ერთ–ერთ მათგანს, რომელიც მიემართება ყელის მიდამოსკენ, ეწოდება ჰეისტერის სარქველი და გლუვკუნთოვან ბოჭკოებთან ერთად ქმნის ე.წ. კუტკენსის სფინქტერს. კუნთოვანი ბოჭკოების კონებსა და შემაერთებელი ქსოვილის გარსს შორის განლაგებულნი არიან მილაკოვანი არხები, რომლებიც არ უკავშირდებიან ბუშტის ღრუს – ლუშკას სავალი გზები.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.