კანის დაავადებები

საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა და თირკმლების შეცვლილი ფუნქციური მდგომარეობით გამოწვეული კანის დაავადებების დროს რეკომენდებული  მცენარეული ნაკრებები

1.
მურყნისებრი ხეჭრელის ქერქი

მეჭეჭიანი არყის ფოთლები

იაჟუჟუნას ბალახი

შავი ანწლის ნაყოფები

დიდი კამას ნაყოფები

შიშველი ძირტკბილას ფესვი

20 გრ.

15 გრ.

15 გრ.

15 გრ.

15 გრ.

20 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/3-1/4 ჭიქა მიღებული მონახარში დავლიოთ დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ, კანზე ქრონიკული ყაბზობით გამოწვეული გამონაყარების დროს.
2.
მურყნისებრი ხეჭრელის ქერქი

ორსახლიანი ჭინჭრის ფოთლები

მეჭეჭიანი არყის ფოთლები

ჩვეულებრივი სელის თესლი

25 გრ.

25 გრ.

25 გრ.

25 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/2-1/3 ჭიქა მიღებული მონახარში დავლიოთ დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ ქრონიკული ყაბზობით გამოწვეული კანზე გამონაყარების დროს.
3.
შიშველი ძირტკბილას ფესვი

დიდი კამის ნაყოფები

მურყნისებრი ხეჭრელის ქერქი

დიდი ოროვანდის ფესვი

სამკურნალო ბაბუაწვერას ფესვი

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავწუროთ.1/2-1/3 ჭიქა მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, კანის დაავადებათა დროს, საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა და თირკმლების ფუნქციის ასამაღლებლად.

მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის  დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში,  სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.

გადასვლა საწყის გვერდზე  >>>