ფარისებრი ჯირკვალი

ლალი დათეშიძე

პათოლოგიური ანატომია და ფიზიოლოგია

პათფიზიოლოგია. თირეოიდული ჰორმონების ფიზიოლოგიური შემცველობა აუცილებელია სხვადასხვა ორგანოებში და ქსოვილებში (ცნს–დან დაწყებული ძვლის ქსოვილით დამთავრებული) ცილის ნორმალური სინთეზისთვის; მათი სიჭარბე იწვევს უჯრედების მიტოქონდრიებში ქსოვილოვანი სუნთქვის და ჟანგვითი ფოსფორილირების დათრგუნვას ორგანიზმის ენერგეტიკული მარაგის შემდგომი მკვეთრი დაქვეითებით. გარდა ამისა, განაპირობებენ რა კატექოლამინების მიმართ რეცეპტორების მგრძნობელობის მომატებას, თირეიდული ჰორმონები იწვევენ ვეგეტაციური ნერვული სისტემის აგზნებადობის გაძლიერებას, რაც ვლინდება ტაქიკარდიით, არითმიით, სისტოლური არტერიული წნევის მომატებით, კუჭ–ნაწლავის მოტორიკის და საჭმლის მომნელებელის წვენების სეკრეციის გაძლიერებით; ისინი აგრეთვე აძლიერებენ გლიკოგენის დაშლას, ამუხრუჭებენ მის სინთეზს ღვიძლში, გავლენას ახდენენ ლიპიდურ ცვლაზე. თირეოდული ჰორმონების უკმარისობა განაპირობებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა ჟანგვითი პროცესის სიჩქარის მკვეთრ დაქვეითებას და გლიკოზამინოგლიკანების დაგროვებას. აღნიშნული ცვლილებების მიმართ ყველაზე მგრძნობიარენი არიან ცნს–ის, მიოკარდიუმის, ენდოკრინული ჯირკვლების უჯრედები.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.