შარდსაწვეთი

შარდსაწვეთი

 ლალი დათეშიძე

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

შარდსაწვეთი (ureter) – გამომტანი სადინარი, რომლის მეშვეობითაც შარდი თირკმლის მენჯიდან მიედინება შარდის ბუშტში.

შარდსაწვეთი

ჰისტოლოგია. შარდსაწვეთის საწყის ნაწილს წარმოადგენს თირკმლის მენჯის შევიწროებული მონაკვეთი, მისი ბოლო კი გადის შარდის ბუშტის კედელში და შარდსაწვეთის ნაპრალისებური ხვრელით – შარდსაწვეთის შესართავით – იხსნება ამ უკანასკნელის ლორწოვან გარსში. ერთვის რა შარდის ბუშტს, შარდსაწვეთის კედლის ზედა ნაწილისგან ყალიბდება ნაოჭი, რომელიც ორივე მხრიდან დაფარულია ლორწოვანი გარსით. მის სისქეში კუნთოვანი ბოჭკოების არსებობის გამო, ლორწოვან გარსი იკუმშება და ხურავს შარდსაწვეთის სანათურს, რაც ხელს უშლის შარდის ბუშტიდან შარდის უკუდინებას. შარდსაწვეთის კედელი შეიცავს კუნთოვან გარსს, რომელიც წარმოადგენს ირიბი, სიგრძივი და განივი მიმართულების, სხვადასხვა სისქის კუნთოვანი კონების წნულს. შარდსაწვეთის ამომფენი ლორწოვანი გარსი შედგება მრავალშრიანი გარდამავალი ეპითელიუმისგან და ელასტიკური ბოჭკოებით მდიდარი ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფიტისგან. შარდსაწვეთის მთელ სიგრძეზე ლორწოვანი გარსი წარმოქმნის გრძივ ნაოჭებს. გარედან შარდსაწვეთი დაფარულია ადვენტიციური გარსით და ფასციით.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.