შარდის ბუშტი

 ლალი დათეშიძე

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

შარდის ბუშტი (vesica urinaria) – ღრუ კუნთოვანი ორგანო, რომელიც ასრულებს შარდსაწვეთებიდან შემომავალი შარდისთვის რეზერვუარის და შარდსადენი მილის საშუალებით მისი გადინების უზრუნველყოფის ფუნქციებს. შარდის ბუშტი მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში ბოქვენის სიმფიზის უკან, რომლისგანაც გამოყოფილია სიმფიზის უკანა ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისგან.

ჰისტოლოგია. შარდის ბუშტის კედელი შედგება ლორწოვანი გარსისგან, ლორწქვეშა ქსოვილისგან, კუნთოვანი გარსისგან და ნაწილობრივ მფარავი სეროზული გარსისგან. შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსი ვარდისფერია, დაფარულია გარდამავალი ეპითელიუმით, შეიცავს ჯირკვლებს და ლიმფურ ფოლიკულებს, წარმოქმნის შარდსაწვეთებსშორის ნაოჭს, რომელიც წინიდან საზღვრავს შარდსაწვეთის უკანა ფოსოს. კუნთოვან გარსში გამოყოფენ სამ

შარდის ბუშტი

შრეს, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმის შედეგად ქმნიან შარდის განდევნის უზრუნველმყოფ ერთიან კუნთს – დეტრუზორს. შარდსადენის შიგნითა ხვრელთან ყველაზე მეტად განვითარებულია დეტრუზორის ბეჭდისებრი შრე, რომელიც წარმოქმნის შარდის ბუშტის სფინქტერს.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.