საშო

 ლალი დათეშიძე

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ჰისტოლოგია

საშო (vagina) – ქალის შიგნითა სასქესო ორგანო. ზრდასრული ასაკის ქალში იგი წარმოადგენს 7–9 სმ სიგრძის და 2–3 სმ სიგანის, კუნთოვან–ელასტიკურ მილისებრ წარმონაქმნს, რომელიც მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში და წინიდან შემოსაზღვრულია შარდსადენი მილით და შარდის ბუშტით, ხოლო უკნიდან – სწორი ნაწლავით.

ჰისტოლოგია. საშოს კედელი შედგება ლორწოვანი, კუნთოვანი და ადვენტიციური (შემაერთებელქსოვილოვანი) გარსებისგან. ლორწოვანი გარსი დაფარულია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით, რომელშიც განასხვავებენ სამ ძირითად შრეს: ბაზალური, შუალედური და ზედაპირული ანუ ფუნქციონალური. ასაკთან, მენსტრუალურ ფაზებთან და ორსულობასთან დაკავშირებით ეპითელიუმი განიცდის ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია საკვერცხეების ჰორმონულ ცვლილებებთან. ყველაზე სქელი ეპითელიუმი აღინიშნება რეპროდუქციული ასაკის ქალებში მენსტრუაციული ციკლის შუაში; ამასთან, ეპითელური უჯრედების ციტოპლაზმა შეიცავს გლიკოგენის მაქსიმალურ რაოდენობას. მსგავსი სახის ცვლილებები ვითარდება ახალშობილ გოგონებში დედის ესტროგენული ჰორმონების ზეგავლენით. საშოს ლორწოვან გარსში ჯირკვლები არ არის.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.