სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რევმატიული დაავადებების დროს რეკომენდებული  მცენარეული ნაკრებები

1.
მეჭეჭიანი არყის ფოთლები
ორსახლიანი ჭინჭრის ბალახი
ორსახლიანი ჭინჭრის ფესვი
50 გრ.
35 გრ.
35 გრ.
სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყოვნოთ 15 წუთი, გავწუროთ.1 ჭიქა მიღებული სითხე რევმატიზმის დროს დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ.
2.
ჩვეულებრივი ცირცელის ნაყოფები
იაჟუჟუნას ბალახი
ჩვეულებრივი ცხენისწაბლას ქერქი
ჩვეულებრივი ცხენისწაბლას ყვავილები
ორსახლიანი ჭინჭრის ფოთლები
20 გრ.
20 გრ.
12,5 გრ.
12,5 გრ.
15 გრ.
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, შევაგრილოთ, გავწუროთ.1/3 ჭიქა მიღებული მონახარში ჭამათა შორის ინტერვალში დავლიოთ დღეში სამჯერ ართროზების დროს.
3.
ჩველებრივი ღვიის ნაყოფები
მეჭეჭიანი არყის ფოთლები
ჩვეულებრივი ფარსმანდუკის ბალახი
სამკურნალო შავთარას ბალახი
10 გრ.
30 გრ.
30 გრ.
30 გრ.
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, შევაგრილოთ, გავწუროთ.1/2-1/3 ჭიქა მიღებული გამონაცემი რევმატიზმისა და პოდაგრის დროს დავლიოთ დღეში სამჯერ.

მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის  დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში,  სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.

გადასვლა საწყის გვერდზე  >>>

Viewed 1401 times by 759 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka