ეზოფაგიტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეზოფაგიტი – საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთება. მწვავე ეზოფაგიტი ვითარდება საყლაპავის ლორწოვანი გარსის მექანიკური და თერმული დაზიანებების შედეგად, აგრეთვე ზოგიერთი ინფექციების დროს. ავადმყოფები უჩივიან ტკივილებს და საყლაპავში საკვების პასაჟის დარღვევას, ღებინებას წებოვანი ნახველის გამოყოფით, ზოგჯერ სისხლის მინარევებითაც; მწვავე ეზოფაგიტი შესაძლოა გართულდეს პერფორაციით, სისხლდენით, ჩირქოვანი მედიასტინიტით. ქრონიკული ეზოფაგიტი შეიძლება იყოს მწვავეს შედეგი, სხვა შემთხვევებში იგი თან სდევს ადგილობრივ დაზიანებებს, მაგალითად დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრებს. დაავადების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ვიტამინების ნაკლებობა (B, A, C ვიტამინები), ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება. დაავადება ხასიათდება საყლაპავის სიგრძეზე სიმძიმის შეგრძნებით და არამკვეთრი ტკივილებით, ბოყინით, გულძმარვით. განსაკუთრებული დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება ეზოფაგოსკოპიას, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვრიცხოთ ახალწარმონაქმნები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა