ეკლამფსია

ეკლამფსია – (ბერძ. eclampsis – უეცრად წარმოქმნა) ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის განსაკუთრებით მძიმე ფორმა, რომელიც ხასიათდება კრუნჩხვებით და (ან) გონების დაკარგვით.

კრუნჩხვის დაწყებამდე აღინიშნება სახის კუთების შეტოკვა 20 – 30 წმ – ის განმავლობაში, შემდეგ კი – ჩონჩხის ყველა კუნთის ტონური კრუნჩხვები, რასაც თან ახლავს სუნთქვის შეჩერება, სახის ციანოზი, გუგების გაფართოება, გონების დაკარგვა. 10 – 20 – წმ – ის შემდეგ ტონური კრუნჩხვები იცვლება კლონურით. სუნთქვა ხდება ხმაურიანი, პირიდან გადმოდის ქაფი. დაახლოებით 30 წმ – ის შემდეგ კრუნჩხვები სუსტდება, სუნთქვა ხდება თანაბარი, ციანოზი ქრება.

კომატოზური მდგომარეობა გრძელდება 1 საათის, ზოგჯერ კი რამდენიმე საათისა და დღის გამავლობაშიც. ეკლამფსიის გართულებებია: გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თავის ტვინის დაზიანებები, ბადურის აშრევება, სისხლძარღვშიდა დისემინირებული შედედების სინდრომი, ღვიძლის უკმარისობა და სხვ.

მკურნალობა მიმართულია კრუნჩხვების კუპირებისა და მათი თავიდან აცილებისაკენ.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ბმები: ეკლამფსია, ეკლამპსია

..