ელენთის ინფარქტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ელენთის ინფარქტი – ელენთის უბნის ნეკროზი ელენთის არტერიის ემბოლიის (მაგ. ინფექციური ენდოკარდიტით დაავადებულებში) ან მწვავე თრომბოზის დროს (ლეიკოზების, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების დროს). ვლინდება – ტკივილით მარცხენა ფერდქვეშა არეში, მუცლის წინა კედლის ზომიერი დაჭიმულობით, მუცლის შებერვით, ლეიკოპენიით, თრომბოციტოზით. შესაძლო გართულებებია: მარცხენამხრივი რეაქტიული პლევრიტი. მკურნალობა – ძირითადი დაავადების.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა