ელექტროსტიმულაცია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ელექტროსტიმულაცია – ელექტრული გაღიზიანებით ადამიანის ორგანოებისა და სისტემების მუშაობის სტიმულაცია. ელექტროსტიმულაციას, როგორც სამკურნალო მეთოდს, იყენებენ ზოგიერთი შინაგანი ორგანოს (შარდის ბუშტი, მსხვილი ნაწლავი) კუნთების და ნერვული ღეროების, დიაფრაგმის ნერვისა და სხვათა სტიმულაციის მიზნით. გულის ელექტროსტიმულაციას მიმართავენ გულში ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევის დროს, როდესაც გულის მუშაობის სიხშირე ძალიან შენელებულია. ამ დროს იყენებენ როგორც გარეგან (დროებით), ისე შინაგან (ხანგრძლივი დროით) სტიმულატორებს, რომელთა ჩანერგვა ორგანიზმში გარკვეული დროის მანძილზე უზრუნველყოფს გულის რიტმულ მუშაობას. ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩონჩხის კუნთებისა და ნერვული ღეროების ელექტროსტიმულაცია ე. წ. ელექტროვარჯიში; ელექტრულ (იმპულსურ) დენს კუნთში ან ნერვში ატარებენ ელექტროდების საშუალებით, რომლებიც მოთავსებულია სხეულის ზედაპირის ელექტრულად აგზნებად წერტილებში. ელექტროსტიმულაციას იყენებენ სხვადასხვა ნერვის ანთების, ნერვული ღეროს ტრავმული დაზიანების, აგრეთვე დამბლებისა და კუნთის განლევის დროს. ნ. ემუხვარი. [“1”] ელექტროსტიმულაცია – ზოგიერთი დაავადების მკურნალობის დროს კუნთოვანი ქსოვილების სტიმულაციის მიზნით ელექტრული გამღიზიანებლის გამოყენება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა