ემბრიოპათია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ემბრიოპათია – (embryopathia ბერძნ.embryo – ჩანასახი, pathos – დაავადება) ჩანასახის დაავადება. მისი განვითარების დროს ემბრიო – და ტროფობლასტად დიფერენცირების მომენტიდან ონტოგენეზის ძირითადი პროცესების დამთავრებამდე (ემბრიოგენეზის მე – 3 თვის ბოლო). გადატანილი ემბრიოპათიის შედეგია განვითარების მანკი და სიმახინჯე. ემბრიოპათიის მიზეზი ხშირად დედის დაავადებაა. ასე მაგა­ლითად, დედის წითურით დაავადების დროს ვითარდება სხვადასხვა ემბრიოპათია (ორსულობის მე – 5 კვირას – კატარაქტა, მე – 5 – მე – 7 კვირას გულის მანკი, წინაგულებსა და პარკუჭებს შორის ტიხრის განუვითარებ­ლობა, ძგიდის დეფექტი, მე – 8 – მე – 9 კვირას – სარძევე მოსაცვლელი კბილების განვითარების დეფექტი და სხვ.). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)ემბრიოპათიები – პათოლოგიური მდგომარეობების საერთო სახელწოდება, რომლებიც წარმოიქმნება მავნე ფაქტორების მოქმედებით ნაყოფზე, მისი განვითარების ადრეულ ვადებში – განაყოფიერებიდან მე – 8 კვირამდე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა