ესტროგენები

ესტროგენები – სტეროიდული ბუნების ჰორმონები (ესტრადიოლი, ესტრონი, ესტრიოლი, ეკვილინი, ეკვილენინი). ესტროგენებს გამოყოფს მდედრობითი სქესის ორგანიზმის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები. ესტროგენები ხელს უწყობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ზრდას, ოვოციტოგენეზს და ყვითელი სხეულის შენარჩუნებას. მიღებულია სინთეზური ესტროგენები – სინესტროლი, დიეთილსტილბესტროლი და სხვ. [“1”]

ესტროგენები – მდედრობითი სქესის ცხოველური ორგანიზმებისა და ადამიანის სტეროიდული ჰორმონების (ესტრადიოლის, ესტროლის, ეკვილინის) საერთო სახელწოდება.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი